გაერო შეშფოთებულია იდლიბის საკითხით

“შეტაკების დაწყება დიდ სისხლისღვრას გამოიწვევს“

გაერო შეშფოთებულია იდლიბის საკითხით

 

გაეროს  ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორმა სირიაში პანოს მუმტზისმა, მსოფლიო საზოგადოება გააფრთხილა, რომ იდლიბში და მის შემოგარენში შესაძლო სამხედრო ოპერაციის დაწყება საფრთხეს შეუქმნის სულ მცირე 3 მილიონი მოქალაქის სიცოცხლეს, ხოლო ამის პარალელურად საკმარისად გაართულებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასაც.

წერილობით გავრცელებულ  განცხადებაში მანვე მკაცრად დაგმო იდილიბსა და ალეპოზე გასული კვირის ბოლოს განხორციელებული "საშინელი" საჰაერო შეტევები, რასაც მთლიანობაში 116 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა და მათ შორის მრავლად იყვნენ ბავშვები და ქალები.

მუტზისმა მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, ყველანაირ ძალისხმევა გამოიჩინონ, რათა სირიაში დაპირისპირებულმა მხარეებმა იდლიბის პრობლემა დიალოგის გზით მოაგვარონ და თავიდან აიცილონ დიდი სისხლისღვრა.

ადრე გავრცელებულ განცხადებაში გაეროს წარმომადგენელი ამბობდა, რომ იდლიბში შეტაკებების დაწყების შემთხვევაში თურქეთის საზღვრებს 2 მილიონამდე სირიელი მიაწყდება და მათი შენახვა ძალიან გაუჭირდება ანკარას



მსგავსი ინფორმაციები