აჰმედინეჯადმა ამჟამინდელი ხელისუფლება გააკრიტიკა

მან რუჰანის და მისი გუნდის გადადგომა მოითხოვა

1029444
აჰმედინეჯადმა ამჟამინდელი ხელისუფლება გააკრიტიკა

 

ირანის ყოფილი პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჯადის თქმით, ამჟამინდელი მთავრობის მიმართ ხალხს ნდობა აღარ აქვს და ამიტომ ჰასან რუჰანის და მისი გუნდის გადადგომა მოითხოვა.

აჰმადინეჯადმა სოციალური მედიის ანგარიშზე გამოაქვეყნა ვიდეო მასალა, რომლის მიხედვითაც ხალხი შეძრულია ქვეყანაში შექმნილი ვითარებით, რადგან, ირანის ეკონომიკა უკვე ფრაგმენტაციის ზღვარზეა.

"ხალხის ნდობა მთავრობის მიმართ თითქმის ნული გახდა, ჰასან რუჰანის ეკიპაჟი რაც უფრო მეტხანს დარჩება ხელისუფლებაში, ქვეყანაც უფრო მეტს იზარალებს, ამიტომაც ერთადერთი ხსნა მათ გადადგომაშია", აცხადებს
აჰმადინეჯადი



მსგავსი ინფორმაციები