ღაზაზე თავდასხმის შედეგად პალესტინელი დედა და შვილი დაიღუპა

ისრაელის ღაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად პალესტინელი დედა და შვილი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაშავდა

ღაზაზე თავდასხმის შედეგად პალესტინელი დედა და შვილი დაიღუპა

ისრაელის თვითმფრინავების მიერ შუა ღამის შემდეგ ღაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად პალესტინელი დედა და შვილი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაშავდა.

ღაზაში ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, ეშრეფ ალ კუდრას, წერილობითი განცხადების მიხედვით, ღაზის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ალ ჯაფერავის რეგიონში ისრაელის მიერ ჩატარებული საჰაერო ოპერაციის დროს ფეხმძიმე 23 წლის ქალი ინას მუჰამედ იჰმაში და მისი წლინახევრის შვილი ბეიანი დაიღუპა, მეუღლე მუჰამედი კი დაიჭრა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გუშინ საღამოდან ამ დრომდე განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაშავებული პალესტინელების რიცხვი 12-მდე გაიზარდა.

ისრაელის არმიაში უფრო ადრე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ღაზაში 12 რეგიონი საჰაერო ოპერაციების დროს დაიბომბა. გუშინ საღამოს საათებში მომხდარი თავდასხმის დროს ერთი პალესტინელი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.


საკვანძო სიტყვები: თავდასხმა , ღაზა , ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები