რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა

დღეს გაიმართა მრგვალი მაგიდა „მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“

YUVARLAK_MASA.jpg
YUVARLAK_MASA_2.jpg
YUVARLAK_MASA_3.jpg

რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა

დღეს გაიმართა მრგვალი მაგიდა „მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 10 წლისთავზე თბილისში პარლამენტის შენობაში ჩატარდა მრგვალი მაგიდა „მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი, ლიეტუის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი, ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ედგარს რინკევიჩსი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინსიტრის იაცეკ ჩაპუტოვიჩი და უკრაინის ვიცეპრემიერი პავლო როზენკო.

მრგვალი მაგიდის ფარგლებში საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებას, საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკას და ამ მიმართულებით საერთაშორისო ძალისხმევას.


საკვანძო სიტყვები: 2008 წლის ომი , საქართველო , რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები