აქტუალური თემის ანალიზი 27

ესადის რეჟიმის მიზანი ქალაქი დერაა

აქტუალური თემის ანალიზი 27

 

სირიის სამხრეთში მდებარე ქალაქ დერაზე ესადის რეჟიმის თავდასხმები გრძელდება და მას მხარს უჭერენ ირანი და რუსეთი. ეს ქალაქი ოპოზიციის ციხე სიმაგრედ ითვლება და სწორედ აქედან დაიწყო ესადის რეჟიმის წინააღმდეგ რევოლუცია. ჯერ ჯერობით სამთავრობო ძალები წინ მიიწევენ და რეგიონის უდიდეს ნაწილზე კონტროლიც დაამყარეს. აქაური ადგილობრივი მცხოვრებლები იორდანიას გარბიან და იქ აფარებენ თავს, ამიტომაც, სირია-იორდანიის საზღვარზე, შეიძლება ითქვას, რომ დიდი ჰუმანიტარული ტრაგედია ტრიალებს.  სამხრეთ სირიაში განვითარებული მოვლენების კიდევ ერთი განზომილება ისრაელ-ირანის დაძაბულობაა. ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების ისრაელის საზღვართან მიახლოება ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ესკალაციას იწვევს. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ფონდის, სეთას მკვლევარის და მწერლის, ჯან აჯუნის ანალიზს, რომელშიც იგი წერს: 

ივნისის დასაწყისში, სირიის საზოგადოებაში გაჟონილი ინფორმაციით, ასადის რეჟიმი დერას წინააღმდეგ ოპერაციისათვის ემზადებოდა და მალე ეს ინფორმაცია დადასტურდა, რადგან, მთავრობამ ხსენებულ რეგიონში სამხედრო ტექნიკისა და ნაწილების კონცენტრაცია მოახდინა. გასული წლების განმავლობაში რეჟიმსა და სირიის ოპოზიციას შორის დერას რეგიონში სერიოზული კონფლიქტები ან ომები მიმდინარეობდა. შემდეგ კი, რუსეთმა და ამერიკამ შეთანხმებას მიაღწიეს და რეგიონი დაძაბულობის შემცირების ზონად განსაზღვრეს. მაგრამ როდესაც რეჟიმის ოპერაციები დაიწყო, საზოგადოებრივ აზრში გაჩნდა მოსაზრება, რომ აშშ-ს ოფიციალური არ პირები დაიცავდნენ სირიის ოპოზიციას.

მართლაც, აშშ-ს იორდანიის საელჩოს მხრიდან სირიის ოპოზიციური ჯგუფების ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილში, ყველა შეთანხმებისა და დაპირების მიუხედავად, ხაზს უსვამდა, რომ ისინი არ დაიცავდნენ ოპოზიციას რუსეთისა და რეჟიმის ძალების წინააღმდეგ. ამას მოჰყვა რუსეთისა და ესადის ძალების საჰაერო თავდასხმები ჯერ დერას რეგიონზე, შემდეგ კი რუსეთმა ჰუმეიმის სამხედრო ბაზიდან დერას დაძაბულობის შემცირების ზონად გამოცხადებული დადგენილება გააუქმა. კარგა ხნის განმავლობაში ხალხი დერაში სტაბილურობის და მშვიდობის ატმოსფეროში ცხოვრობდა, ამიტომაც აქ ნაკლები იყო ძალით გადადგილებულთა რაოდენობა.  მაგრამ, როგორც კი რუსეთმა ირანთან და რეჟიმთან ერთად დერას საჰაერო ოპერაციები დაიწყო, რეგიონში ლტოლვილების დიდი რაოდენობა გაჩნდა და 270 ათასმა კაცმა საკუთარი კერები მიატოვეს რა, მათგან 40 ათასი იორდანიის საზღვარს მიაწყდა. იორდანიაში კი 650 ათასი სირიელი ლტოლვილი აფარებს თავს და და ამიტომ აღარ უნდა ლტოლვილთა ახალი ნაკადი, მის მაგივრად ცდილობს ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს მათ.

ამ დროს კი რეჟიმის ძალები წინ მიიწევენ დერასკენ, რაც ლტოლვილების ახალ-ახალ ნაკადებს იწვევს და გაერო დაჟინებით სთხოვს იორდანიას საზღვრების გახსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალ-ახალი ტრაგედიები დატრიალდება. მოკლედ, რეგიონში რუსეთ-ესად-ირანსა და ოპოზიციას შორის შეტაკებები გრძელდება და ოპოზიცია ნელ-ნელა იხევს უკან, ხოლო ზოგიერთმა ოპოზიციურმა დაჯგუფებამ რუსეთის შუამავლობით ესადის რეჟიმთან შეთანხმებას მიაღწია და მათ კონტროლ ქვეშ არსებული ტერიტორიები, კონკრეტულად კი, დაელი, ბოსრა ალ შამი და იბტა რეჟიმს გადასცეს. ამან კი კიდევ უფრო დაასუსტა ოპოზიციის ძალები.

კიდევ ერთი სახელმწიფო დაზარალდა სამხრეთ სირიაში მიმდინარე კონფლიქტისგან-ისრაელი. ცნობილია, რომ ისრაელმა  ოპერაციის დაწყებამდე რუსეთთან მოლაპარაკებები გამართა და დათანხმდნენ, რომ ირანი და პრო-ირანული დაჯგუფეფები მონაწილეობას არ მიიღებდნენ ხსენებულ ოპერაციაში. თუმცა, ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, რომ ხსენებული დაჯგუფეფები მონაწილეობას იღებენ ოპერაციებში. ამის გამო ისრაელმა ირანის და პრო-ირანული ძალების წინააღმდეგ საჰაერო შეტევები არაერთხელ განახორციელა. მოკლედ, ხსენებული დაჯგუფებების მიახლოება ისრაელის საზღვართან ზრდის დაძაბულობას ორ ქვეყანას შორის, წერს ჯან აჯუნი

 



მსგავსი ინფორმაციები