კვიპროსის სამშვიდობო პროცესი

თურქების პრიორიტეტი დიპლომატია გახლდათ

კვიპროსის სამშვიდობო პროცესი

 

თურქეთმა, კვიპროსის სამშვიდობო პროცესში უპირატესობა, გარანტორი ქვეყნების და კუნძულის ლიდერების დიპლომატიას მიანიჭა პრიორიტეტი.

თურქეთმა, კვიპროსელი ხალხის თავისუფლების და მშვიდობიანი თანაცხოვრების მიზნით 44 წლის წინ საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში, გარანტორი ქვეყნების და კუნძულის ლიდერების დიპლომატიას მიანიჭა პრიორიტეტი. დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად საკითხის მოუგვარებლობის გამო თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა 1974 წლის 20 ივლისს კუნძულზე სამშვიდობო ოპერაცია ჩაატარა.

სამშვიდობო ოპერაციის წინ კვიპროსის მდგომარეობა

თურქეთსა და საბერძნეთს შორის 1959 წლის 11 თებერვალს აღიარებული, ინგლისის და კვიპროსის ორივე მხარის ლიდერების მხრიდან დამოწმებული ციურიხის და ლონდონის შეთანხმების მიხედვით, კუნძულის სტატუსი თურქეთის, საბერძნეთის და ინგლისის გარანტორობით იქნა აღიარებული.  კუნძულის ორივე ხალხის ერთობლივი ძალისხმევით და საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე, 1960 წელს „კვიპროსი რესპუბლიკა“ ჩამოყალიბდა, რომელიც კვიპროსელი თურქების და ბერძნების თანაბარ უფლებებს ითვალისწინებდა.

ამის საპასუხოთ ბერძნულმა მხარემ, კვიპროსელი თურქების ყველა სფეროში შევიწროვების, კუნძულიდან განდევნის  მცდელობები და საბერძნეთთან შეერთების მცდელობები დაიწყეს. კვიპროსის რესპუბლიკა, ბერძნების მხრიდან 1963 წელს ცალმხრივად, ძალის გამოყენებით და კონსტიტუციის დარღვევის შედეგად გაუქმდა. საბერძნეთთან გაერთიანების მცდელობის მიზნით, ადგილობრივმა ბერძნებმა იარაღის გამოყენებით თურქებზე მრავალგვარი ზეწოლა განახორციელეს. ეს ყველაფერი კი 1974 წლამდე გაგრძელდა.

სამშვიდობო ოპერაცია გარდაუვალი გახდა

1960 წელს ერთობლივად ჩამოყალიბებულ სახელმწიფოში კუნძულის ბერძნულ და თურქულ მხარეებს შორის განხეთქილებები წარმოიქმნა. EOKA-ს ორგანიზაციის წევრებს შორის მომხდარი განხეთქილების შემდეგ, თურქეთის ოპერაციისგან შეშინებულ ბერძნული მხარის ლიდერ მაკარიოსსა და EOKA-B-ს წევრებს შორის დაპირისპირება დაიწყო. ბერძნული ხუნტის მხარდაჭერით 1974 წლის 15 ივლისს EOKA-ს  ლიდერმა ნიკოს სამპსონმა, კუნძულის საბერძნეთისათვის გადაცემის მიზნით, მაკარიოსს გადატრიალება მოუწყო და მმართველობა ჩაიგდო ხელში.

თურქეთმა სამშვიდობო ოპერაციის დაწყებამდე დიპლომატიურ გზებს მიმართა და გარანტორ ქვეყნებს ვალდებულებების შესრულება მოსთხოვათ

ამ მიზნით პირველი საკონსულტაციო შეკრება ლონდონში, ინგლისის დელეგაციასთან 17-18 ივლისს ჩატარდა და მასზე საბერძნეთიც მიიწვიეს, მაგრამ, მან ეს მოწვევა არ მიიღო

ამის პარალელურად თურქეთის იმდროინდელი პრემიერი ბულენდ ეჯევითი ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს გალლაგჰანს დაუკავშირდა და მოლაპარაკებებში ერთობლივი პოზიციით გამოსვლა შესთავაზა, მაგრამ, ინგლისისგან უარი მიიღო რა, 1974 წლის 20 ივლისს კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რითაც ანკარამ ერთის მხრივ აღკვეთა საბერძნეთის მხრიდან კვიპროსის ოკუპაცია, ხოლო მეორეს მხრივ კვიპროსელი თურქების ბედი და მომავალი გარანტიაზე აიყვანა

იმავე დღეს, გაეროს უშიშროების საბჭომ 353 ნომრიანი დადგენილება მიიღო, რომლითაც ინგლისს და საბერძნეთს მოუწოდათ, კვიპროსზე სამშვიდობო პროცესის აღდგენის მიზნით უმალ დაეწყოთ მოლაპარაკებები. ამ მოწოდების კვალდაკვალ. კონკრეტულად კი 25-30 ივლისს შორის სამმა გარანტიორმა სახელმწიფომ, ინგლისმა, საბერძნეთმა და თურქეთმა ჟენევაში მოლაპარაკებები დაიწყეს და მის საფუძველზე 30 ივლისს, ე.წ. ჟენევის დეკლარაცია გამოაქვეყნეს, რომლითაც საბერძნეთს და კვიპროსელ ბერძნებს, კვიპროსელი თურქების კუთვნილი მიწების დატოვება და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა მოსთხოვეს. ამავე დეკლარაციით, კვიპროსზე პრინციპულად ორი ავტონომიური ადმინისტრაციის არსებობა, კერძოდ კი თურქული და ბერძნული საზოგადოებების აღიარება დაფიქსირდა

ჟენევის 9 აგვისტოს კონფერენციაზე ათენმა უარყო თურქული მხარის მიერ წამოყენებული ყველანაირი წინადადება და თურქეთს კვიპროსის დატოვება მოსთხოვა, 14 აგვისტოს ეს კონფერენცია უშედეგოდ დასრულდა კუნძულზე თურქული სამშვიდობო პროცესის მეორე ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებში 1975 წლის 13 თებერვალს კვიპროსის თურქული ფედერაციული სახელმწიფო შეიქმნა. 1983 წლის 15 ნოემბერს ამ სახელმწიფოს პარლამენტა დადგენილება გამოიტანა, რომლითაც მას სახელი შეეცვალა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა დაერქვა 



მსგავსი ინფორმაციები