ისჰაკ ჯიჰანგირი: „ამერიკას ირანში სამოქალაქო აჯანყება სურს“

ისჰაკ ჯიჰანგირი: „ამერიკას ირანში სამოქალაქო აჯანყება სურს“

ისჰაკ ჯიჰანგირი: „ამერიკას ირანში სამოქალაქო აჯანყება სურს“

ირანის პირველმა  ვიცე-პრეზიდენტმა  ისჰაკ ჯიჰანგირიმ განაცხადა, რომ აშშ-ს მათი ქვეყნის მიმართ ეკონომიკური ზეწოლით სამოქალაქო აჯანყების მოწყობა სურს. ისფაჰანის პროვინციაში სიტყვით გამოსულმა ჯიჰანგირიმ აღნიშნა, რომ აშშ ისრაელსა და საუდის არაბეთთან ერთად მოქმედებს. „შესაძლო ყველა სცენარზე ვმუშაობთ და ყველაზე ცუდისთვის ვემზადებით. აშშ ირანის ნავთობის ექსპორტის შეჩერებას ცდილობს. ღმერთის წყალობით ამას ვერასდროს მოახერხებს ამერიკა. ეს ყველაფერი კი მიმდინარე წელს ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯებით დამტკიცდება“, განაცხადა ისჰაკ ჯიჰანგირიმ.  



მსგავსი ინფორმაციები