პალესტინის გაფრთხილება ისრაელს

პალესტინის გაფრთხილება ისრაელს

პალესტინის გაფრთხილება ისრაელს

პალესტინა, მკვდარი ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე ახალი ებრაული დასახლებების გეგმის გამო ისრაელს აფრთხილებს. პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკითხთან დაკავშირებით წერილობით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: „ისრაელის მთავრობა, 1967 წლის საზღვრების მიხედვით ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებიდან მკვდარი ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე ებრაული დასახლების გაშენებას აპირებს. ისრაელის მთავრობის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას მკაცრად ვგმობთ. ისრაელის ეს და სხვა მსგავსი ქმედებები საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება. საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება მოახდინოს“.  ებრაული გამოცემა „Haaretz“  იუწყება, რომ ისრაელის მთავრობამ მკვდარი ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე „ტურიზმის“ განვითარების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად ბიუჯეტიდან დაახლოებით  116 მილიონი დოლარი გამოყო.  



მსგავსი ინფორმაციები