2 ტერაქტი ქირქუქში

დაიღუპა 2, დაიჭრა 19 ადამიანი

2 ტერაქტი ქირქუქში

 

ერაყის ნავთობით მდიდარ ქალაქ ქირქუქში, რომლის მოსახლეობის უმრავლესობას თურქმენები შეადგენენ, დღეს დილით, ორ სხვადასხვა კაფეში ზედიზედ 2 აფეთქება მოხდა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, 19 დაშავდა და მათ შორის ექვსი კაცის მდგომარეობა მძიმეა. პირველი აფეთქება იერუსალიმის პროსპექტზე მდებარე კაფეში მოხდა და აქ მრავალი ნაგებობა და ავტომანქანაც დაზიანდა, ხოლო მეორე აფეთქება ბაღდადის გზაზე მდებარე კაფეში მოხდა. ამ ორივე აფეთქებაზე ჯერ ჯერობით არავის აუღია პასუხისმგებლობა



მსგავსი ინფორმაციები