სირიაში რუსი სამხედროები დაიღუპნენ

არიან დაშავებულებიც

სირიაში რუსი სამხედროები დაიღუპნენ

სირიაში რეჟიმის კუთვნილ საარტილერიო დანადგარებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად წინასწარი მონაცემებით 4 რუსი სამხედრო დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმა ღამის საათებში დეირ ეზ ზორ-ის  პროვინციაში განხორციელდა რის შედეგადაც ორი რუსი სამხედრო მრჩეველი ადგილზევე  დაიღუპა, ხოლო ხუთი დაშავდა.  დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს მაგრამ, მიუხედავად ყოველგვარი მცდელობისა ორი კიდევ დაიღუპა. ამ დროისათვის საავადმყოფოში  კიდევ სამი დაჭრილი რუსი  სამხედრო მოსამსახურე რჩება.



მსგავსი ინფორმაციები