აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღნიშნავს

აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა თბილისში გამოცხადდა

979916
აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღნიშნავს

აღმოსავლეთის პირველი მუსლიმანური ქვეყანა,  აზერბაიჯანი 100 წლისაა. მისი დამოუკიდებლობა 1918 წლის 28 მაისს საქართველოს დედაქალაქ თბილისში აზერბაიჯანის   ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე,  მამედ ემინ რასულზადემ გამოაცხადა. აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა პირველი,  ოსმალეთმა აღიარა. ორ სახელმწიფოს  შორის გაფორმებული შეთანხების შემდეგ სომხური  და ბოლშევიკური საფრთხეების წინააღმდეგ ოსმალო ნური ფაშას მეთაურობით კავკასიის ისლამური არმია იქნა გაგზავნილი აზერბაიჯანში.  აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სწრაფი რეფორმები განიცადა. დამოუკიდებლობის დეკლარაციაში განურჩევლად ერისა, რწმენისა და სქესისა მის ქვეყანაში მცხოვრებ ყველას თანაბარი უფლებები მიანიჭა. აზერბაიჯანი მუსლიმანურ ქვეყნებს შორის პირველია, რომელმაც ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა. იმავე წელს სახელმწიფო ბანკი და  ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა. 1918 წელს აზერბაიჯანმა ეროვნული არმია ჩამოაყალიბა, რომელშიც ოსმალეთის სარდლებმა  დიდი წვლილი შეიტანეს.



მსგავსი ინფორმაციები