ჰასან როჰანი პომპეოს მკაცრად აკრიტიკებს

ჰასან როჰანი პომპეოს მკაცრად აკრიტიკებს

976034
ჰასან როჰანი პომპეოს მკაცრად აკრიტიკებს

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ დღეს,  მსოფლიო ქვეყნების და აშშ-ს მხრიდან ირანის მიმართ მისაღები გადაწყვეტილება მათთვის მიუღებელია.  როჰანიმ აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრ,  მაიკ პომპეოს განცხადებას ირანის ახალ პოლიტიკასა და სანქციების შესახებ მკაცრად გააკრიტიკა.  მისივე თქმით,  აშშ-ს ცდილობს ზეწოლების საფუძველზე მიაღებინოს ზოგიერთ ქვეყნებს გადაწყვეტილება მაგრამ,  მას ავიწყდება, რომ ის ქვეყნები დამოუკიდებელნი არიან. „ჯერ კიდევ გუშინდლამდე ეს ადამიანი ჯაშუშობის ცენტრში იმყოფებოდა. ახლა კი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა და იმის გადაწყვეტილებებს ღებულობს, თუ რა უნდა მოხდეს. თქვენ ვინა ხართ  ირანსა და მსოფლიოს მიმართ გადაწყვეტილებებს ღებულობთ“? განაცხადა როჰანიმ.  აშშ-ს საგარეო საქმეთ მინისტრმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ისინი  ირანს ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს დაუწესებენ.  



მსგავსი ინფორმაციები