მაკკურკი ერბილში ჩავიდა

იგი ნეჩირვან ბარზანიმ მიიღო

მაკკურკი ერბილში ჩავიდა

 

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ბრეტ მაკკურკი, ერაყის ქურთულ რეგიონალური მთავრობის (IKBY) ხელმძღვანელმა ნეჩირვან ბარზანიმ ერბილის პრემიერ-მინისტრის ოფისში მიიღო.

ბარზანის პრეს სამსახურიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, ეს შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა და ამერიკელმა სტუმარმა რეგიონში არჩევნების დემოკრატიულ ფორმაში ჩატარებისა და ქურთი ამომრჩევლების მაღალი აქტიურობის გამო, რამაც შესაძლო გახადა ახალი კაბინეტის უმტკივნეულო შექმნის წინაპირობა,  ბარზანის მადლობა გადაუხადა.

ბარზანიმ კი განაცხადა, რომ ახალი კაბინეტის შექმნისათვის მალე დაიწყებენ მოლაპარაკებებს რეგიონალურ პარლამენტში შესულ პარტიებთან.

მაკკურკი გუშინ ბაღდადს სტუმრობდა და მას პირისპირი შეხვედრა მოუწყო ერაყის პარლამენტის თავჯდომარემ სელიმ ელ გუბურიმ



მსგავსი ინფორმაციები