ისრაელი აგრძელებს პალესტინელების ხოცვა-ჟლეტას

უკვე დაიღუპა 37 კაცი, დაიჭრა 1500

ისრაელი აგრძელებს პალესტინელების ხოცვა-ჟლეტას

 

ისრაელიაგრძელებს სისხლისღვრას და ხოცვა-ჟლეტას  ღაზაში.

აშშ-ს პროვოკაციის გაპროტესტების მიზნით ქუჩებში გამოსულ პალესტინელებს ცეცხლი გაუხსნეს ისრაელის ჯარისკაცებმა, რის შედეგადაც უკვე 52 კაცი დაიღუპა, 1500 კი დაშავდა და მათ შორის 9 ჟურნალისტიც არის.

აშშ-ს მხრიდან თავის საელჩოს იერუსალიმში გადატანის დაწყებას მძლავრი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა ღაზის სექტორში, დასავლეთ იორდანიის სანაპიროზე, ბეთლემში, ელ ჰალილსა და რამალაჰში რა, ამ გამოსვლებს მკაცრი სისხლისღვრით ახშობს ისრაელის არმია, რომელიც ცრემლსადენ გაზთან ერთად კვამლის გამომწვევ ბომბებს, პლასტიკურ ტყვიებს  და ნამდვილ ტყვიებს იყენებს პალესტინელების დასაშლელად, როცა ეს უკანასკნელები მათ მხოლოდ ქვების სროლით პასუხობენ.

ისრაელის პოლიციამ დამატებითი ძალები მიავლინა აშშ-ს საელჩოს შენობის ირგვლივ. პალესტინის გარდა ამერიკის საელჩოს იერუსალიმში გადატანის გაპროტესტებას ელიან მსოფლიოს 46 ქვეყანაში



მსგავსი ინფორმაციები