დაპირებული თავდასხმა ესადის რეჟიმზე დღეს განხორციელდა

დაიბომბა სტრატეგიული ობიექტები

დაპირებული თავდასხმა ესადის რეჟიმზე დღეს განხორციელდა

 

აშშ-ს, ბრიტანეთის და საფრანგეთის საჰაერო ძალებმა დარტყმა განახორციელეს აღმოსავლეთ გუტაში და დუმაში ქიმიური იარაღის გამომყენებელ ბაშარ ასადის რეჟიმის ობიექტებზე რა, დაბომბეს დამასკოში, ჰამაში, ჰუმუსში, დერაში და სუვეიდაში მოქმედი სამხედრო ბაზები

კოალიციის ბომბდამშენებმა უპირველესი დარტყმა დამასკოს რესპუბლიკური გვარდიის, დუმეირის აეროპორტს, დამასკოს საერთაშორისო აეროპორტის მიდამოებს, ჯემეირეს სამეცნიერო კვლევით ცენტრს, კასიუნის მთაზე მოქმედ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ქისვეს და ქალამუნის სამხედრო ბაზებს მიაყენეს

 გარდა ამისა, შეტევა იქნა განხორციელებული ასევე რეჟიმის კონტროლ ქვეშ მყოფ ჰამას პროვინციის აეროპორტზე, ჰუმუსის პროვინციის ქუსეირის რაიონში განთავსებულ ჰისბულახის ძალებზე, დერაში განლაგებულ 89-ე ბრიგადაზე, რომელიც ირანულ ძალებს ემორჩილება, სუვეიდას ჰალჰალას აეროპორტზე და დერას სამხედრო ობიექტებზე

სირიის სამთავრობო მედიის ცნობით, ესადის რეჟიმის თავდაცვის სისტემებმა კოალიციის მიერ ნასროლი რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს

ეს თავდასხმა ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა განახორციელეს ესადის რეჟიმის მიერ გასულ კვირას დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ, რასაც 78 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა



მსგავსი ინფორმაციები