გლობალური პერსპექტივა 15

როგორი კონსტიტუცია უნდა შეიქმნას სირიაში?

გლობალური პერსპექტივა 15

გლობალური პერსპექტივა 15.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

როგორი კონსტიტუცია უნდა შეიქმნა სირიაში?

ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ წყდება ომები, ომის შემდგომი შეუთანხმებლობაა. ომის შემდგომ პერიოდზე უფრო მეტი ყურადღების გამახვილება, მის დროულად დასრულებას შეუწყობს ხელს. ბოლო დღეებში მედიაში ხშირად ისმის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთმა ამერიკელებთან ერთად, სირიისთვის ახალი კონსტიტუციის ტექსტი შეიმუშავა. სირიის მომავალი ბედის ამ ორი ძალის გადაწყვეტა, რეგიონის ქვეყნებისთვის სასიკეთო არ იქნება. გლობალური მოთამაშეების მიერ ჩამოყალიბებული კონსტიტუციით, რომელიც მათ იმ ქვეყნის პოლიტიკაში უფრო მეტი ჩარევის უფლებას მისცემს, ჩვენს რეგიონს მშვიდობას და სტაბილურობას განა მოუტანს? ამიტომ ამ საკითხში რეგიონის ქვეყნებიც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული.

ახლა კი თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ, ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

კონსტიტუცია, რომელიც  ხალხის კულტურული, რელიგიური და სხვა ღირებულებებისგან დამოუკიდებლად შეიქმნება, იმ საზოგადოებას მშვიდობას ვერ მოუტანს. ამ თვალსაზრისით სირიისთვის შეთავაზებული კონსტიტუცია, მსგავსი საზოგადოებების მიერ გამოყენების შემთხვევაში მათი ბედიც იგივე იქნება. 

ახლო აღმოსავლეთის რეჟიმებს თუ გადავხედავთ, მათი პრობლემა საკუთარი ხალხისადმი უნდობლობაა. საკუთარი ხალხისადმი უნდობლობის გამომცხადებელი რეჟიმები, ვალდებული არიან ქვეყნის შიგნით ძლიერი სამხედრო და პოლიციის შენაერთები ჰყავდეთ, ხოლო საზღვარს გარეთ რომელიმე გლობალურ ძალაზე იყვნენ დამოკიდებული. ამიტომ საჭიროა,  ქვეყანაში უმრავლესობის მომცველი კონსტიტუცია ჰქონდეთ. ერთი რომელიმე ქვეყანა მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ძლიერი.

ახლო აღმოსავლეთის რეჟიმების კიდევ ერთი პრობლემა ის გახლავთ, რომ მათ მთავრობის კონსტიტუციური წესით გადაბარება არ სურთ. ასევე მთავრობაში მოსულების სურვილი მთელი სიცოცხლის მანძილზე იმ თანამდებობებზე დარჩენაა. ეს მდგომარეობა ასეთ ქვეყნებში ხშირად ხდება პრობლემის საგანი.  ასეთ მდგომარეობაში კი მთავრობები პირველ რიგში საზოგადოებრივ ლეგიტიმაციას კარგავენ. ასეთი რეჟიმები, ძალაუფლებას ძირითადად საკუთარი ხალხის ნაცვლად გლობალური ძალებიდან იღებენ. ქვეყანაში მთავრობის შეცვლის მსურველი ოპოზიცია, კი ასევე გლობალური ძალებისგან დახმარებას ითხოვენ. ამ მდგომარეობაში როგორც მმართველმა ძალამ ასევე ოპოზიციამაც ძალაუფლების პერიოდი აუცილებლად უნდა განსაზღვრონ. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ორ ვადიანი მმართველობა უსაფრთხოების და სტაბილურობისთვის საუკეთესო მოდელია.

ქვეყნის კონსტიტუციაში აუცილებლად იმ ქვეყანაში მცხოვრები უმცირესობების ინტერესებითაც უნდა იყოს შეტანილი. რა თქმა უნდა ძირითადი უფლებების და თავისუფლებების გათვალისწინებით.

უნიტარულ სახელმწიფოზე დაფუძნებული კონსტიტუცია:

სირიაში ავტონომიური მმართველობა სტაბილურობას ვერ მოიტანს. ამის ნათელი მაგალითი ერაყში და ესპანეთშიც იქნა ნანახი. სირიაში რომელიმე რეგიონზე ავტონომიის მინიჭება, სხვა რეგიონებშიც იგივე მოთხოვნას გამოიწვევს. აქედან გამომდინარე გარე ძალები ყოველთვის ჩაერევინა მათ შიდა საკითხებში. ავტონომიური სტრუქტურა იმ ქვეყანაში მცხოვრებ სხვა უმცირესობებს შორის ყოველთვის გახდება პრობლემური საკითხი, რაც  ქვეყნის სტაბილურობის საწინააღმდეგოა.  ომის შეჩერების მიზნით, რა საკვირველია ავტონომიური სტრუქტურა მისაღებია. მაგრამ, ხანგრძლივი სტაბილურობა უნიტარულ სახელმწიფოში უფრო შესაძლებელია.

კონსტიტუციას აუცილებლად უნდა შეეძლოს ქვეყნის საზოგადოების დაკმაყოფილება და ძლიერი მმართველობის ჩამოყალიბება. სირიაში შესაძლებელია იყოს საპრეზიდენტო ან კიდევ საპარლამენტო სისტემა. საპარლამენტო სისტემის შემთხვევაში პრეზიდენტის უფლებები სიმბოლური იქნება. პრემიერმინისტრის და პრეზიდენტის უფლებების სიძლიერის შემთხვევაში ქვეყნის მართვა უფრო რთულია. ამ შემთხვევაში შესაძლებელია გარე ძალებმა მხარეები დააპირისპირონ და ქვეყნის მმართველობაში უფრო მეტი როლი ითამაშონ.

სოციალური ღირებულებების მიმართ მგრძნობიარე კონსტიტუცია:

ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური ღირებულება რაა? მრწამსისა და მართველობის კავშირები. სეკულარული დასავლური ქვეყნების პირველი და მეორე მსოფლიო ომით ადამიანობისთვის შექმნილი პრობლემები, სეკულარულად აღქმული,  სადამ ჰუსეინის  და მუამმერ კადდაფის მმართველობას თითქოს და შარიათის კანონებით მართული ზოგიერთი არაბული ქვეყნების დიქტატორების ქმედებებს ადრიან, რომელიც ყველასათვის ცნობილია. ამ თვალსაზრისით ყველა ქვეყანამ საკუთარი მრწამსის და მმართველობის კავშირი თვითონ უდნა დაამყაროს, რადგან ასე უფრო უკეთესი იქნება მათთვის. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების თვალსაზრისით,  ისლამის ისტორიას თუ გადახედავენ, ოსმალეთში განხორციელებული პროგრამა მათთვის საკმარისი შეიძლება იყოს.  კონსტიტუცია რელიგიის თვალსაზრისითაც უმცირესობების  მრწამსს უნდა ითვალისწინებდეს და არა როგორც ირანსა და საუდის არაბეთშია მხოლოდ ერთ რწმენაზე დაყრდნობით   ჩამოყალიბებული.

ახლო აღმოსავლეთი, განსხვავებული რელიგიების, ეთნიკური წარმომავლობის, იდეოლოგიების და მოსახლეობის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ასეთ გეოგრაფიაზე კონსტიტუცია, კოლექტიური იდენტობის საფუძველზე თუ შეიქმნება, ბოსნია ჰერცოგოვინის მსგავსად სისტემის მართვას დააბრკოლებს. ამიტომ,  ასეთ რეგიონში კონსტიტუცია ინდივიდუალური უნდა იყოს.

ყოველი დაწყებული ომი ერთ დღეს რა თქმა უნდა დასრულდება. ამიტომ ბრძოლის პერიოდში სამომავლო გეგმებიც უნდა იქნეს შემუშავებული.  სირიასთან მიმართებაშიც ასე უნდა მოხდეს თუ გვსურს, რომ ომის დასრულების შემდეგ იმ ქვეყანაში სტაბილურობამ დაისადგუროს. წინააღმდეგ შემთხვევაში სირიაში ყველაზე მომგებიანი მაინც გლობალური მოთამაშეები იქნებიან,  წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები