გუშინ ჩატარებული საჰაერო ოპერაციის შედეგად ტერორისტების 8 სამიზნე განადგურდა

გაერთიანებულ შტაბში გაკეთებული განცხადების თანახმად, ერაყის ჩრდილოეთში ტერორგანიზაციის სამიზნეებზე ოპერაცია გრძელდება

929996
გუშინ ჩატარებული საჰაერო ოპერაციის შედეგად ტერორისტების 8 სამიზნე განადგურდა

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ჰაკურკისა და ზაპის რეგიონებზე გუშინ ჩატარებული საჰაერო ოპერაციის შედეგად ტერორისტების 8 სამიზნე განადგურდა.

გაერთიანებულ შტაბში გაკეთებული განცხადების თანახმად, ერაყის ჩრდილოეთში ტერორგანიზაციის სამიზნეებზე ოპერაცია გრძელდება.

ამ ფარგლებში ჰაკურკისა და ზაპის რეგიონებში სადაზვერვო საშუალებებით აღმოჩენილი იქნა სამხედრო ბაზა/პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმისთვის მზადებაში მყოფი სეპარატისტული ტერორგანიზაციის წევრები, რომელთა წინააღმდეგაც ოპერაცია ჩატარდა.

ტერორისტების მიერ საცხოვრებლად, თავშესაფრებად და საცეცხლე წერტილებად გამოყენებული 8 სამიზნე განადგურებული იქნა, რის შემდეგაც საბრძოლო თვითმფრინავები ბაზებზე უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ერაყი , #ოპერაცია

მსგავსი ინფორმაციები