PKK/KCK და PYD/YPG-ს ურთიერთობების შესახებ საერთაშორისო განცხადებები

PKK/KCK და PYD/YPG-ს ურთიერთობების შესახებ საერთაშორისო განცხადებები

PKK/KCK და PYD/YPG-ს ურთიერთობების შესახებ საერთაშორისო განცხადებები

PKK/KCK და PYD/YPG-ს ურთიერთობების შესახებ საერთაშორისო განცხადებები

PYD/YPG-ს ტერორგანიზაცია PKK/KCK-ს სირიის განშტოების თაობაზე მტკიცებულებები ბევრი ქვეყნის დაზვერვამ და უსაფრთხოების ორგანიზაციამ აღიარა და ბევრი ქვეყნის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნული ორგანული კავშირი წარმოჩენილი იქნა. ამ ფარგლებში PYD/YPG-ს ტერორგანიზაციის და მისი PKK-სთან ორგანული კავშირის არსებობის თაობაზე შემდეგმა ქვეყნებმა გააკეთეს განცხადებები

1. ამერიკის შეერთებული შტატები. დეაშთან ბრძოლის სახელით სირიაში PYD/YPG-სთვის იარაღით, ლოჯისტიკით და წვრთნებით მხარდამჭერი აშშ-ს საგარეო დაზვერვის სერვისის CIA-ს ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე აღინიშნა, რომ  PYD/YPG, PKK/KCK-ს სირიის განშტოებაა. აღნიშნული სადაზვერვო სამსახურის ქვეყნების კვლევებში PYD/YPG სირიაში მოქმედ „უცხოურ ტერორგანიზაციად“ არის მოხსენიებული. ამასთან ერთად აღნიშნულ გვერდზე PYD-ს ყოფილ ლიდერს სალიჰ მუსლიმს PKK/KCK-ს სირიის წარმომადგენლად მოიხსენიებენ. ასევე ამერიკაში 11 სექტემბრის შემდეგ ტერორიზმთან ბრძოლაში კოორდინაციის უზრუნველსაყოფად შექმნილი ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრის (NCTC) მიერ PYD/YPG, PKK/KCK-ს სირიის განშტოებად არის აღიარებული ორგანიზაციის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე. აღნიშნული განცხადება კი შემდგომში ინტერნეტ გვერდიდან წაშალეს. CIA-ს და NTCT-ს მიერ აღიარებულ განცხადებებთან ერთად ობამას პერიოდის თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა დეაშ-ის საკითხზე გამართულ სენატის შეხვედრაზე YPG-ს და PKK-ს ურთიერთობა პირადად აღიარა.     

ამასთან ერთად 2018 წლის 26 იანვარს გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰედერ ნაუერტმა აფრინის ოპერაციასთან და თურქეთის რეგიონში ნაბიჯებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში რეგიონში PYD-ს ელემენტებისათვის “YPG”-ს მაგიერ პირდაპირ “PKK” გამოიყენა. ნაუერტმა სიტყვები არ გაასწორა და განაცხადა „თურქეთმა, სირიის ჩრდილო-დასავლეთში დეაშ-იდან ყურადღება PKK-ზე გადაიტანა და მას კვალში ჩაუდგა. იქ სტაბილურობა გვინდა. აღმოჩნდა, რომ ტერორგანიზაცია PKK-ს სირიის ფრთა PYD, რომელსაც აშშ ღიად დაეხმარა და უფრო მეტიც მოკავშირედ მიიჩნია, 2013 წელში ნატოს შეხვედრაზე ტერორგანიზაციად იქნა აღიარებული და აშშ-მა ეს დოკუმენტი დაამტკიცა. ნატოს ინფორმაციით, აშშ-ს და ნატოს სხვა წევრების მონაწილეობით 2013 წლის ივნისში ბრიუსელში ნატოს სტრატეგიულ სადაზვერვო დოკუმენტზე მუშაობა ჩატარდა. სამუშაოების შედეგად მიღებულ დოკუმენტში PYD/YPG, KCK და PKK-სთან ერთად „ტერორგანიზაციად“ შევიდა. აშშ-მაც ეს დოკუმენტი აღიარა და ოფიციალურად დაადასტურა. ნატოს მნიშვნელოვან სტრატეგიულ სადაზვერვო დოკუმენტში MC-160-ში PYD, PKK-სთან დაკავშირებულ ტერორგანიზაციად ოფიციალურ დოკუმენტში დარეგისტრირდა. სირიის დემოკრატიული ძალების შექმნასთან დაკავშირებით ამერიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ანალიტიკური ორგანიზაცია ასპენის ინსტიტუტის კოლორადოს შტატში ჩატარებულ ყოველწლიურ უსაფრთხოების შეხვედრაზე PYD-ს შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებების გამკეთებელმა ამერიკის სპეცდანიშნულების ძალების სარდალმა, გენერალმა რეიმონდ ტომასმა განაცხადა, რომ თურქეთის მიერ ტეროგანიზაცია PKK-სთან კავშირის დანახვის მიზეზით YPG-ს „სახელის შეცვლა“ ურჩიეს, რის გამოც მათ სახელი „სირიის დემოკრატიულ ძალებად“ შეიცვალეს. ტომასის თქმით, სახელის ცვლილებამ „YPG-ს დამაჯერებლობა ცოტათი გაზარდა“.    

ტომასის განცხადებით, YPG-ლებსაც უთხრა, რომ YPG-სა და PKK-ს შორის აღქმული კავშირი პრობლემას ქმნის და დასძინა: „საკუთარ მარკაზე უნდა იმუშაონ. ძველ პროდუქციასთან ანუ PKK-სთან კავშირში თუ დარჩებიან ურთიერთობებში არასასურველი სირთულეები შეიქმნება.“ 5 2. ინგლისის მთავრობამ, ინგლისის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომისიის თურქეთის თაობაზე 2016 წლის მარტში მომზადებულ 79 ფურცლიანი ანგარიშის „ზეწოლა თუ გამოსწორება? თურქეთისათვის გადაწყვეტილების მიღების დროა - დეპუტატები დადებით ინგლისურ როლს მხარს უჭერენ“, პასუხად აღნიშნულია, რომ თურქეთს PKK-ს ძალადობის წინააღმდეგ სამართლიანად აქვს თავდაცვის უფლება. პასუხში ნათქვამია, რომ ტერორგანიზაცია PKK გაერთიანებული სამეფოს ტერორგანიზაციების სიაშია შეტანილი, PKK-ს სირიის განშტოება PYD/YPG-სთან დაკავშირებით კი ნათქვამია: „YPG გაერთიანებული სამეფოს ტერორისტების სიაში შეტანილი არ არის. ამავდროულად, YPG-ს და პოლიტიკური ფრთა PYD-ს PKK-სთან კავშირით შეშფოთებულები ვართ. ამ კუთხით ინფორმაციას სერიოზულად აღვიქვამთ და PYD-სთან ურთიერთობისას დღის წესრიგში ვაყენებთ. YPG-ს და PYD-ს მოვუწოდებთ დაიცვას დისტანცია PKK-სთან და ტერაქტებს შორის.“ 6. ამასთანავე ინგლსის ელჩმა რიჩარდ მურმა ტერორის საკითისა და სირიის თაოსნობით მნიშვნელოვან საკითხებზე განცხადებები გააკეთა და დასძინა: „ამ საკითხზე ჩვენი პოზიცია ნათელია, PKK ტერორგანიზაციაა. PYD მასთან კავშირშია. თუ PYD -ს ოფისში მიხვალთ იქ აბდულა ოჯალანის პორტრეტს დაინახავთ.“ 7  ინგლისის ახლო აღმოსავლეთზე პასუხიმგებელი სახელმწიფო მინისტრი ალისტერ ბარტი კი PKK-სა და PYD/YPG-ს შორის კავშირთან დაკავშირებით ამბობს: „ვხვდებით რომ კავშირი აქვთ. PYD-სა და YPG-სთან საუბრისას ვაცხადებთ, რომ უნდა შეწყვიტონ კავშირი PKK-სთან. პრაქტიკაში კი სავარაუდოდ არ წყვეტენ. მათ შორის კავშირი სახეზეა... PKK-სთან ჩვენ კავშირი არ გვაქვს თუმცა შესაძლო კონტაქტების საკითხზე შეშფოთებულები ვართ და PYD-ს ყოველთვის PKK-სთან შესაძლო ყველა სახის კავშირის შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ.“ 8 ამავდროულად ინგლისში მცხოვრებ პიროვნებას ს.ო.-ს ინგლსის სასამართლომ PKK-ში გაწევრიანების სურვილის ბრალდებით 21 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ეს პიროვნება ოჯახისათვის დატოვებულ წერილსა და ვიდეო ჩანაწერში ამბობს, რომ დეაშ-ის წინააღმდეგ საბრძოლველად კობანში შესაძლოა წავიდეს და PKK-ში გაწევრიანდეს. ინგლისის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვტილება PKK-სთან დაკავშირებული PYD/YPG-ს სირიაში საქმიანობას ადასტურებს. 9 3. გერმანიაში 2018 წლის 4 თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციაში გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მემარცხენე პარტიის თანათავმჯდომარემ კატია კიპინგმა თურქეთის შეიარაღებული ძალების აფრინის ოპერაცია დაგმო და გერმანიის მთავრობის მიერ ამ ოპერაციის დამგმობი განცხადების არ გაკეთება გააკრიტიკა. რაზეც გერმანიისათვის ალტერნატიული პარტიის დეპუტატმა პეტრ ბისტრონმა განაცხადა: „თურქეთი გერმანიის მიერ ტერორგანიზაციად მიჩნეულ PKK-ს განშტოება YPG-ს ებრძვის. თქვენ კი მარქსისტ PKK-ელ მეგობრებზე წუხთ. არალეგალური ჯგუფებით ფულს აგროვებთ იარაღს იძენთ და PKK-ს ეხმარებით.“ და ტერორგანიზაციის გამომხატველი ფულარით პარლამენტში მათი მისვლა გააპროტესტა. 10 4. ჰოლანდია. 2018 წლის 23 იანვარს თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის აფრინის რეგიონში დაწყებული ოპერაცია „ზეთისხილის რტო“სთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰალბე ზილსტრამ გაერის პირობის თავდაცვის უფლების 51-ე მუხლზე მინიშნებით განაცხადა; „თურქეთის წინააღმდეგ ღია თავდასხმები მოხდა. არსებობს საკმარისი პირობებ იმისთვის რომ თურქეთს თავი დაეცვა. YPG უდანაშაულო არ არის. ჰოლანდიის მთავრობას YPG-სთვის მხარი არასოდეს დაუჭერია.  YPG და PKK-ს შორის ძლიერი კავშირებია. PKK კი როგორც ჰოლანდიის ასევე ევროპისთვის ტერორგანიზაციაა.“ 11  5. ესპანეთი. PKK/KCK და PYD/YPG-ს შორის არსებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ესპანეთში სასამართლოს გადაწყვტილებას თუ გადავხედავთ ვნახავთ, რომ ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2016 წლის 27 იანვარს გაკეთებული განცხადების მიხედვით, 8 ესპანეთის და 1 თურქეთის მოქალაქე ტერორგანიზაცია PKK-სთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. ესპანური ორგანოების ინფორმაციით, დაკავებულები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში PKK/KCK-ს სირიის სტრუქტურა PYD/YPG-სთვის წევრებს აგროვებდნენ.  ესპანეთის სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი სასამართლოს მიერ 2017 წლის 23 იანვარს მიღებულ საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილებიდან ორმა სირიის ჩრდილოეთში დეაშ-თან ბრძოლის ფარგლებში წვრთნები გაიარა, ტერორგანიზაცია PKK-ს სირიის ჩრდილოეთში მოქმედი შეიარაღებულ ფრთა YPG-ს შეუერთდა, PKK-ს მიერ მიცემული მითითებები შეასრულა და YPG-ს წინ ფრონტზე შეტაკებებში აქტიურად მონაწილეობდა. ესპანეთის სახელმწიფოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება PYD/YPG-ს ტერორგანიზაცია PKK/KCK-სთან კავშირის ესპანეთის მხრიდან აღიარების მაჩვენებელია.


საკვანძო სიტყვები: განცხადება , ტერორგანიზაცია , დეაში , pkk

მსგავსი ინფორმაციები