ხოჯალოს გენოციდიდან 26 წელი გავიდა

ხოჯალოს გენოციდთან დაკავშირებით, თურქეთის პარლამენტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა

ხოჯალოს გენოციდიდან  26 წელი გავიდა

სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან, 1992 წლის 26 თებერვალს ქალაქ ხოჯალოს მშვიდობიანი მოსახლეობაზე განხორციელებული თავდასხმიდან 26 წელი გავიდა. იმ დროს 106 ქალი, 63 ბავშვი, 70 მოხუცი მთლიანობაში კი 613 უდანაშაულო აზერბაიჯანელი სასტიკად იქნა მოკლული. ხოჯალოს გენოციდთან დაკავშირებით, თურქეთის პარლამენტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „თურქეთი, აზერბაიჯანელი ძმების 26 წლის წინ მომხდარ ტკივილს იზიარებს. სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო შენაერთების მიერ განხორციელებულ ამ სასტიკ მკვლელობებს და წლებია სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპაციას მკაცრად ვგმობთ. კაცობრიობის სახელით შავ ლაქად დარჩენილი ამ მოვლენის მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად, გაეროს უშიშროების საბჭოს,  ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციას მოვუწოდებთ აღნიშნული გენოციდის ფაქტს მნიშვნელობა მიანიჭონ. საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანელ ძმებთან თანამშრომლობას ვაგრძელებთ. ასევე ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ფაქტის დამნაშავეები საერთაშორისო სასამართლოზე  უნდა გასამართლდნენ და სომხეთს მოვუწოდებთ, აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიები დატოვოს.“

 



მსგავსი ინფორმაციები