ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 7

აშშ-ს ვერაგული გეგმები სირიაში

ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 7

 

სირიაში მიმდინარე მოვლენებთან და აფრინის ოპერაციასთან დაკავშირებით გთავაზობთ თურქეთში რუსეთის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის (RUSEN), ანკარის ილდირიმ ბეაზითის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორის, სალიჰ ილმაზის სტატიას, რომელშიც იგი წერს:

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 20 იანვარს თურქეთმა ჩრდილოეთ სირიის აფრინის რეგიონში დაბუდებული ქურთი ტერორისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო სახელწოდებით “ზეთისხილის რტო“, რამაც სირიაში ბალანსები ახლიდან შეცვალა. თურქეთი ამ ოპერაციისათვის ემზადებოდა ბოლო 1 წლის განმავლობაში, ამიტომაც ეს ქმედება არავისთვის სიურპრიზი არ გამხდარა. თურქეთის საზღვრებს და დასახლებებს მუდმივი მუქარები ჰქონდათ ქურთი ტერორისტებისგან და საჭირო იყო ამ საზღვრებზე უსაფრთხოების აღდგენა, რა მიზნითაც ეს ტაქტიკურად და სტრატეგიულად მომზადებული ეს ოპერაცია 20 იანვარს დაიწყო. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით ამ ოპერაციას თანხმობა მისცა რუსეთმაც, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ დაიწყებოდა.

თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობა სირიაში მრავალმხრივი გახდა და მათ სადაზვერვო ინფორმაციების ურთიერთგაცვლაც დაამატეს რა, უფრო ეფექტური და მიზანმიმართული გახადეს ეს ურთიერთობები. თუ ორი ქვეყნის ეს ურთიერთობები ამ ტემპით გაგრძელდება, მაშინ, აფრინის შემდეგ რიგი არაბულ ქალაქ მენბიჩზე დადგება და მასაც გაათავისუფლებენ ქურთების ოკუპაციისგან.

მოკლედ, აშშ-ს მხრიდან ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას სირიული განშტოება PYD-სადმი სიტყვა “დემოკრატიულის“ დამატებამ და მისთვის სირიის დემოკრატიული ძალების სახელის მინიჭებამ ვერაფერი შეცვალა და ამერიკის მხრიდან ამ ქურთული ტერ ორგანიზაციის ლეგიტიმურობის ცდა წარუმატებლად დასრულდა, რამეთუ, PYD-ს რეგიონში არსებობა თურქეთთან და სირიასთან ერთად რუსეთის ინტერესებსაც ემუქრება და ირანის უსაფრთხოებასაც, ამიტომ ქურთები როგორც ერაყში, აქაც მოტყუებულნი და ამერიკის სათამაშო გახდნენ

აშშ-ს, სირიის მსგავსად თავისი სტრატეგიები გააჩნია ერაყში, ირანში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში და ა.შ. მის ამ სტრატეგიას თურქეთმა, ირანმა და რუსეთმა სირიის პრობლემის მოგვარების მიზნით ალტერნატიული სტრატეგია დაუპირისპირეს ჯერ ასტანის და შემდეგ სოჭის ეროვნული დიალოგის კონგრესით. თუმცა, სოჭის კონგრესის შემდეგ, თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან აფრინში სამხედრო ოპერაციის დაწყებამ და სირიის ქალაქ იდლიბთან რუსული გამანადგურებლის ჩამოგდებამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა სირიაში თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები. აქედან გამომდინარე ახლავე ცხადი ხდება, რომ აფრინის ოპერაციის დასრულების შემდეგ ანკარა მენბიჩის ოპერაციასაც დაიწყებს, რის შესახებაც რამდენჯერმე დაუფარავად განაცხადა ერდოღანმა, რასაც უარყოფითად გამოეხმაურა თეთრი სახლი და ბოლოს ტილერსონმა განაცხადა, რომ მზად არიან ეს საკითხი განიხილონ თურქეთთან. 

აქ არც იმის თქმა დაგვავიწყდეს, რომ როცა თურქეთმა აფრინში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო, მას მხარი დაუჭირა ნატომაც, რომელმაც განაცხადა, რომ ანკარას აქვს ტერორისტებისგან თავდაცვის უფლება. ამით ნატომ ფაქტიურად PYD-ს ტერორისტობა აღიარა და აფრინის შემდეგ მენბიჩში დაგეგმილ ოპერაციასაც უნდა დაუჭიროს მხარი, რადგან, თუ აფრინელი ქურთები ტერორისტები არიან, მაშინ მენბიჩიც იმავე ქურთების ხელშია და აქედან გამომდინარე ისინიც ტერორისტებად ითვლებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში ნატო თავისივე ნათქვამის ოპონენტი აღმოჩნდება და ამერიკის მსგავსად ისიც თურქეთის მოწინააღმდეგეთა რიგში აღმოჩნდება, ე.ი. ნატო და თურქეთი გარდაუვალი კრიზისის პირისპირ აღმოჩნდებიან.

თუ პროცესებს რუსეთის თვალსაზრისიდან გადავხედავთ, დავინახავთ, რომ თურქეთ-რუსეთის ჯერ ასტანაში და შემდეგ სოჭში წარმატებული ურთიერთობების ჩაშლისათვის დიდ მცდელობებს იჩენენ. ამ მიზნით ხშირი დეზინფორმაციები ვრცელდება. ასე მაგალითად, ვრცელდება ინფორმაციები, თითქოსდა ქურთ ტერორისტებს რუსებიც ამარაგებდნენ სამხედრო იარაღებით, რაც თურქი საზოგადოების აღშფოთებას იწვევს, ხოლო მეორეს მხრივ იდლიბში ჩამოგდებულ რუსულ გამანადგურებელს იმ ოპოზიციურ ძალებს მიაწერენ, რომელთაც თურქეთი უჭერს მხარს და ამით რუსი საზოგადოება აღშფოთებაში მოჰყავთ. მაგრამ, ანკარამაც და მოსკოვმაც ამ შავ პროპაგანდებს და დეზინფორმაციებს კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობით უპასუხეს, უფრო მეტიც, ხელი მოაწერეს კონტრაქტს, რომლითაც ეს ორივე ქვეყანა ერთობლივ ვერტმფრენებს აწარმოებენ და ამით მავან მავანების მცდელობებს, რომ გაეუარასებინათ თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები,  წყალში ჩაყარეს    

ასტანის და სოჭის პროცესები წარუმატებელი რომ ყოფილიყო, ამ მიზნით ამერიკამ იარაღად ისევ  PYD-ე გამოიყენა.  აშშ-ს კონტროლ ქვეშ მყოფმა სირიის მოლაპარაკებების დელეგაციამ თავიდანვე უარი თქვა სოჭის კონგრესში მონაწილეობაზე და მოტივად ის დაასახელეს, რომ არ უნდათ ისეთ პროცესში მონაწილეობა, რომელშიც სირიის მომავალს ისევ ესადში ხედავენ. ეს კი ირანის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან, ამერიკამ კარგად იცის, რომ ირანს ესადიანი სირია სჭირდება, ამიტომაც ირანის წინააღმდეგ  სხვა ოპოზიციური დაჯგუფებებიც განაწყო და წაახალისა.

თვის მხრივ ესადი კი ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით ამერიკას იყენებს იარაღად. სწორედ მისი გეგმით და ყალბი საბუთებით  ჩავიდა სოჭში ანკარის მხრიდან ძებნილი ტერორისტი მიჰრაჩ ურალი, რასაც აღშფოთებით შეხვდა ანკარა, ხოლო აშშ-ი კი კმაყოფილებით, რადგან, თურქეთ-რუსეთ შორის მინი კრიზისი წარმოიქმნა.  ყოველ შემთხვევაში, აშშ-მაც და ესადმაც მიზნად დაისახეს სირიაში ერთმანეთის არსებობის გარანტიაზე აყვანა, რადგან, უესადო სირიაში საკამათო გახდება ამერიკის არსებობა, ხოლო უამერიკო სირიაში კი აღარ გახდება საჭირო ესადის არსებობა. ასე რომ, ესადის წასვლა ამერიკის პირველ ამოცანას არ წარმოადგენს, რადგან, სანამ ესადი ქვეყნის ხელისუფლებაში რჩება, ამერიკის აქ ყოფნაც გარანტიაზე იყვანება 

ამასობაში სირიაში რუსეთ-თურქეთ-ირანის ზეგავლენა უფრო ძლიერდება. ამ სამი ქვეყნის ლიდერები მარტის თვეში კიდევ ერთ სამიტს გამართავენ სტამბოლში და დიდი ალბათობით მასზე მენბიჩის ოპერაციის საკითხსაც დაუთმობენ ყურადღებას, წერს თურქეთში რუსეთის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (RUSEN), ანკარის ილდირიმ ბეაზითის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი სალიჰ ილმაზი

 



მსგავსი ინფორმაციები