ლავროვი: „აშშ-მ სირიაში თურქეთის უკმაყოფილება არ გაითვალისწინა“

ლავროვი: „აშშ-მ სირიაში თურქეთის უკმაყოფილება არ გაითვალისწინა“

ლავროვი: „აშშ-მ სირიაში თურქეთის უკმაყოფილება არ გაითვალისწინა“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-მ, სირიაში თურქეთის უკმაყოფილება არ გაითვალისწინა და ტერ ორგანიზაცია PKK/KCK/PYD-YPG-ს წვრთნები გააგრძელა. ლავროვმა ამის შესახებ მიუნხენში 54-ე  უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის დროს, ერთ-ერთ ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა. მისივე თქმით, აშშ, სირიაში 2-3 წელია არალეგალურად იმყოფება რა, ამ ქვეყანაში მიუხედავად თურქეთის მრავალი გაფრთხილებისა, ტერ ორგანიზაცია PKK/KCK/PYD-YPG-ს გაწვრთნა და იარაღით დახმარება მაინც გააგრძელა. ლავროვმა ინტერვიუს დროს ასევე დასძინა, რომ თურქეთი, სირიაში არსებულ დაჯგუფებებს, რომლებსაც PKK-სთან კავშირები აქვთ ტერ ორგანიზაციებად მიიჩნევს. რუსმა მინისტრმა ინტერვიუს დროს ისიც აღნიშნა, რომ თურქეთი ხშირად აცხადებდა, რომ მისი საზღვრის გასწვრივ ტერიტორიებზე  ტერ ორგანიზაცია,  PKK/KCK/PYD-YPG-ს კონტროლში გადასვლას არ დაუშვებდა და ამისათვის ამერიკას ხშირად აფრთხილებდა რა, ვაშინგტონის მთავრობამ ეს არ გაითვალისწინა და ტერორისტების მიმართ დიდძალი იარაღით დახმარება გააგრძელა. მან ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ აშშ-ს სირიაში რეალური პოლიტიკა არ გააჩნია რა, ჯერ აცხადებენ, რომ სირიის საზღვარზე 30 ათასიანი ე.წ. სასაზღვრო ძალები უნდა შექმნან, ხოლო შემდეგ წარუმატებელი ხდებიან და მათივე განცხადებების გამო უკან წაღება უწევთ.



მსგავსი ინფორმაციები