ამერიკამ ჯაველინების პირველი პარტია საქართველოში შეიტანა

გარიგება 75 მილიონი დოლარის მოცულობისაა

895296
ამერიკამ ჯაველინების პირველი პარტია საქართველოში შეიტანა

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული წერილობითი განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, აშშ-გან  ჯაველინის სახელწოდების ტანკსაწინააღმდეგო სისტემების შეძენის დაწყებასთან დაკავშირებით, ამ ქვეყნის ელჩი საქართველოში, იან კელი მიიღო და შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში დახურულ კარს მიღმა წარიმართა რა, თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობასთან ერთად, ასევე ორმხრივი ურთიერთობებიც განიხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ იზორიამ პრესისათვის გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ ჯაველინის სისტემის შეძენის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა და შემოტანილი ამ სისტემის პირველი ნაწილები საქართველოში უსაფრთხო ადგილზე განალაგეს რა, მალე ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მისი გამოყენების შესწავლის  მიზნით სამხედრო მომზადებას დაიწყებენ.

ორ ქვეყანას შორის შარშან მიღწეული შეთანხმების მიხედვით, საქართველო აშშ-გან 75 მილიონ დოლარად 410 ერთეულ ჯაველინის რაკეტას და 72 ერთეულ ჯაველინ ლანჩერის  დანადგარს შეიძენს  



მსგავსი ინფორმაციები