საჰაერო ძალებმა ტერორისტების საცეცხლე წერტილები გაანადგურა

საჰაერო ძალებმა ტერორისტების საცეცხლე წერტილები გაანადგურა

საჰაერო ძალებმა ტერორისტების საცეცხლე წერტილები გაანადგურა

ტერორგანიზაცია PYD/PKK -ს საცეცხლე პოზიცია, საიდანაც ჰათაის დაბა რეიჰანლზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა და 46 დაშავდა, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა საჰარო ოპერაციით გაანადგურეს.

PYD/PKK-ს ტერორისტებმა დაბა რეიჰანლის 11 რაკეტა ესროლეს, რის შედეგადაც 1 სირიელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 46 კი დაიჭრა, მათგან 16 სირიელი.  

ტერორგანიზაციის თავდასხმის შემდეგ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოქმედება დაიწყეს.

საცეცხლე წერტილები, საიდანაც თავდასხმა განხორციელდა, რადარებით აღმოაჩინეს, რის შემდეგაც საჰაერო ძალების სარდლობის საბრძოლო თვითმფრინავებმა აღნიშნულ ორ საცეცხლე წერტილზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს და გაანადგურეს.



მსგავსი ინფორმაციები