ერაყში საპარლამენტო არჩევნები 12 მაისს ჩატარდება

დადგენილება პარლამენტში ხმის უმრავლესობით მიიღეს

ერაყში საპარლამენტო არჩევნები 12 მაისს ჩატარდება

ერაყის პარლამენტმა დაამტკიცა დადგენილება, რომელიც საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 12 მაისს ითვალისწინებს.

მინისტრთა საბჭოს მიერ მიღებული საპარლამენტო არჩევნების თარიღი, 12 მაისი, ქვეყნის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო.

ერაყის პარლამენტმა ასევე გადაწყვიტა, რომ არჩევნების პროპაგანდის პერიოდში სახალხო მილიციამ თავისი იარაღი სახელმწიფოს ჩააბაროს. ასე რომ, ამ საკითხში პასუხისმგებლობა მთავრობას დაეკისრა. 

ერაყის ფედერალურმა სასამართლომაც, გუშინ გამოტანილ დადგენილებაში აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები დადგენილ ვადაში უნდა გაიმართოს



მსგავსი ინფორმაციები