ისრაელის ჯარისკაცებმა 2 პალესტინელი ბავშვი მოკლეს

ამათგან ერთი ღაზაში, მეორე დასავლეთ იორდანიაში იქნა მოკლული

ისრაელის ჯარისკაცებმა 2 პალესტინელი ბავშვი მოკლეს

 

პალესტინის ღაზაში ჯანდაცვის მინისტრის პრეს წარმომადგენელმა ეშრეფ ელ კუდრამ განაცხადა, რომ ელ ბერიჯის ლტოლვილთა ბანაკში მოწყობილი ანტიამერიკული და ანტი ისრაელური საპროტესტო გამოსვლების დროს ისრაელის ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს და 16 წლის პალესტინელი ბავშვი ემიე აბდულჰამიდ ებუ მუსაიდი სიცოცხლეს გამოასალმეს, ხოლო კიდევ 3 კაცი კი დაჭრეს, რომელთაგანაც ერთის მდგომარეობა მძიმეა.

მისივე ცნობით, ისრაელის ჯარისკაცებმა კიდევ ერთი 16 წლის ბავშვი, ალი ამრ ქაინი კი დასავლეთ იორდანიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ნაბლუსის მახლობელ დასახლებაში შეჰიდი გახადეს    



მსგავსი ინფორმაციები