ლავროვი ზარიფს ტელეფონით ესაუბრა

განიხილეს აქტუალური საკითხები

870929
ლავროვი ზარიფს ტელეფონით ესაუბრა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის განცხადებით, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ტელეფონით დაუკავშირდა ირანელ კოლეგა ჯევად ზარიფს  და განიხილეს როგორც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, ასევე ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი.

მინისტრებმა ამ ორივე საკითხში კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი ქვეყნების პოზიციები.

ზარიფიმ აღნიშნა, რომ ისინი ბოლომდის ერთგულნი დარჩებიან ბირთვული პროგრამის მიმართ და შეასრულებენ დასავლეთთან ხელმოწერილი შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

ლავროვის თქმით, ამერიკის გაუთვალისწინებელი ქმედებების გამო რისკის ქვეშ შევიდა როგორც ირან-დასავლეთს შორის ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმება, ასევე სხვა მრავალი კონსტრუქციული და მრავალმხრივი შეთანხმებებიც.   



მსგავსი ინფორმაციები