რუსეთმა სანას საელჩოს თანამშრომლებისა ევაკუაცია განახორციელა

რუსეთმა, იემენში მდებარე სანას საელჩოს თანამშრომლებისა და ამ ქალაქში მცხოვრები თავისი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა

867090
რუსეთმა სანას საელჩოს თანამშრომლებისა ევაკუაცია განახორციელა

რუსეთმა, იემენში მდებარე სანას საელჩოს თანამშრომლებისა და ამ ქალაქში მცხოვრები თავისი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა.

საუდის არაბეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „სპა“-ს ინფორმაციით, რუსეთმა, იემენში ოპერაციის განმხორციელებელი საუდის არაბეთის ლიდერობით კოალიციის ძალებთან კოორდინირებულად, საელჩოს პერსონალის და რუსეთის მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსულმა თვითმფრინავმა მოქალაქეები სანას აეროპორტიდან წაიყვანა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთმა, დედაქალაქ სანაში არსებული ვითარების გამო იემენში დიპლომატიური მისიის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ზახაროვას თქმით, სანაში მყოფმა ყველა რუსმა დიპლომატმა იემენი დატოვა და რუსეთის ელჩი და დიპლომატების ნაწილი მუშაობას საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გააგრძელებენ.

ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი იმედს გამოთქვამს, რომ როგორც რეგიონალური ასევე საერთაშორისო აქტორები იემენში დაპირისპირებულ მხარეებზე ზეგავლენას გამოიყენებენ, შეაჩერებენ ძალადობას და დაარწმუნებენ მათ შეეცადონ კონფლიქტის პოლიტიკური გზებით მოგვარებას.

ცნობილია, რომ სანაში რუსეთის ელჩი, ვლადიმირ დედუშკინი საქმიანობას გასული წლიდან ერ-რიადიდან ეწევა.

 



მსგავსი ინფორმაციები