თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები 49/2017

საპრეზიდენტო არჩევნები ყირგიზეთში

თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები 49/2017

თურქეთ ევრაზიის ურთიერთობების 49/2017

საპრეზიდენტო არჩევნები ყირგიზეთში

ყირგიზეთში 15 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, სოორონბაი ჟეენბეკოვმა ცოტა ხნის წინ ფიცი დადო და მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ჩვენს დღევანდელ გადაცემაში ყირგიზეთის არჩევნებსა და თურქეთ-ყირგიზეთის ურთიერთობებს გავაანალიზებთ. ამ თემაზე გთავაზობთ ათათურქის სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ასისტენტის  ჯემილ დოღაჩ იფექის სტატიას, რომლშიც იგი წერს:

2017 წლის 15 ოქტომბერს ყირგიზეთში მეორედ მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა. არჩევნებში პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატის მქონე სახელისუფლებლო სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა. პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძოდა. ყოფილ პრემიერმინისტრ ომურბეკ ბაბანოვსა და სოორნობაი ჟეენბეკოვს შორის ბრძოლა ჟეენბეკოვის გამარჯვებით დასრულდა. ორივე მხრიდან წესების დარღვევის თაობაზე ბრალდებების, დაკავებების, მედიაზე ზეწოლის ბრალდებების და სხვა დარღვევების შესახებ გავრცელებული ინფორმაციების მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ყირგიზეთში ბოლო არჩევნებმა სერიოზული პოლიტიკური ბრძოლის ფრომით ჩაიარა.

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, სოორონბაი ჟეენბეკოვმა ხმების %54.28 (919.654 ხმა), ომურბეკ ბაბანოვმა კი %33.41 (566.188 ხმა) მიიღეს. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა %55.93-მა მიიღო. 2375 საარჩევნო პუნქტში მთლიანობაში 3.025.770 ამომრჩევლიდან ხმა 1.692.423 ამომრჩეველმა მისცა. 2011 წელში მოსახლეობის რაოდენობა 5.5 მილიონი იყო და ეს ციფრი 2017 წელში 6.1 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით უფრო დაბალია. ეს შემცირება შესაძლოა გამოწვეული იყოს 2014 წელში  დაწყებული „ბიომეტრიული შემოწმების  ტექნოლოგიის“ გამოყენებით, რადგანაც  ყირგიზეთის საარჩევნო კანონის მიხედვით, მოსახლეობის რეგისტრაციის სისტემაში ბიომეტრიული რეგისტრაციის არ მქონე მოქალაქეები საარჩევნო სიაში არ შეჰყავთ.

ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული, სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი სოორონბაი ჟეენბეკოვი, ნოემბრის ბოლოს გამართული ინაუგურაციის შემდეგ შეუდგა მოვალეობის შესრულებას. ინაუგურაციის ცერემონია საპრეზიდენტო რეზიდენციაში ყირგიზული ტრადიციული კარვის ფორმის მქონე ენე-საის კონგრესის დარბაზში გაიმართა. სიტყვით გამოსულმა ჟეენბეკოვმა განაცხადა, რომ ქვეყანაში და განსაკუთრებით ბიუროკრატიაში რეგიონალურ და ეთნიკურ დისკრიმინაციას არ დაუშვებს. მან ასევე აღნიშნა: „ჩვენს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა... ჩვენ გავაძლიერებთ სტრატეგიულ ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან. გავაღრმავებთ კავშირებს მეზობელ ჩინეთთან. შუა აზიაში მეზობელ ქვეყნებთან ისტორიული კავშირების შესაბამისად განვავითარებთ ურთიერთობებს. გავაგრძელებთ ახლო კავშირების დამყარებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. განვავითარებთ თანამშრომლობას თურქეთთან და აშშ-თან.“                                      

შეიძლება ითქვას, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობასთან ერთად ყირგიზეთი დიდწილად რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ორბიტაზე იმყოფება და მომდევნო პერიოდში გეოპოლიტიკური მიმართულების შეცვლას არ გეგმავს. კონსტიტუციაში შეტანილი ბოლო ცვლილებებით ქვეყნის საგარეო პოლიტიკის  და სავაჭრო-თავდაცვის სფეროებში პრიორიტეტებს განსაზღვრის საკითხზე პრეზიდენტის უფლებები პარლამენტის მიერ იზღუდება. ეს ვითარება ჟეენბეკოვის მიერ ატამბაევის 6 წლიანი მმართველობის დროს ფორმირებული საგარეო პოლიტიკის რადიკალურად შეცვლას ართულებს.

მეორეს მხრივ, თურქეთსა და ყირგიზეთს შორის არსებული კავშირები კი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ყველა სფეროში დადებითი მიმართულებით მიდის. თურქეთის რესპუბლიკა, ყველა სახელმწიფო ორგანოთი და არასამთავრობო ორგანიზაციით მხარს უჭერს ყირგიზეთის ინსტიტუციონალიზაციას. ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური/სავაჭრო, სამხედრო, კულტურულ-საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, ტრანსპორტირების სფეროებში მრავალმხრივი ურთიერთობები ორასზე მეტი შეთანხმებისა და პროტოკოლისგან შემდგარი ფართო სამართლებრივი ბაზის ფარგლებში გრძელდება. ორი ქვეყნის პრეზიდენტების მიერ 1997 წელში ხელმოწერილი „მუდმივი მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება“, 1999 წელში გამოქვეყნებული „თურქეთი და ყირგიზეთი: ერთად 21-ე საუკუნისკენ“ რეზოლუცია და 2011 წელში ხელმოწერილი უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შექმნის თაობაზე ერთობლივი განცხადება დღევანდელი სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი დოკუმენტია.

მრავალმხრივ გეგმაში, ყირგიზეთის ხელისუფლება, თურქული საბჭოს თაოსნობით თურქულენოვან სამყაროში არსებულ ფორმირებებში მონაწილეობას იღებს და მხარს უჭერს. ამ ფარგლებში ყირგიზეთის მიერ თურქული საბჭოს მეხუთე სამიტზე გადაწყვეტილი და შექმნილი თურქული სამყაროს სპორტისა და მომთაბარე კულტურის ცენტრის მასპინძლობა მნიშვნელოვანი მოვლენაა. თურქეთის რესპუბლიკა, შუა აზიაში დემოკრატიული გარდაქმნის პროცესში მყოფი ყირგიზეთის სტაბილურობასა და განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამ ფარგლებში 2017 წლის 15 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩავლას თურქეთი დიდი კმაყოფილებით შეხვდა - წერს ათათურქის სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ასისტენტი ჯემილ დოღაჩ იფექი.



მსგავსი ინფორმაციები