თბილისში ოპერაცია ისევ გრძელდება

თბილისში, უსაფრთხოების ძალებსა და ტერორისტების ჯგუფს შორის შეტაკება მიმდინარეობს

თბილისში ოპერაცია ისევ გრძელდება

თბილისში, უსაფრთხოების ძალებსა და ტერორისტების ჯგუფს შორის შეტაკება მიმდინარეობს, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი დაიჭრა, ერთი ტერორისტი დაკავეს.

უსაფრთხოების ძალებსა და ტერორისტებს შორის სროლები 17 საათზე მეტია გრძელდება.

ქართველმა ძალოვანებმა ღამით თბილისში, ისანის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის გარშემო უსაფრთხოების პერიმეტრი გაავლეს.

დილის საათებში საცხოვრებელ კორპუსში ერთ-ერთ ბინაზე შტურმი დაიწყო, რაზეც სახლში მყოფებმა საპასუხო ცხელი გახსნეს. დროდადრო აფეთქებების ხმაც ისმის.

რეგიონიდან მოსახლეობა გაიყვანეს და ჯავშანტექნიკა და სასწრაფო დახმარების მანქანები შეიყვანეს.

საქართველოს უსაფრთხოების ძალების სამსახურის ინფორმაციით, ტერორისტებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან, დანებებისკენ მოუწოდეს, რასაც მათ ცეცხლის გახსნით უპასუხეს.



მსგავსი ინფორმაციები