ერაყი თავდასხმა თუზჰურმათზე

თუზჰურმათის რაიონში, ნაღმიანი ავტომანქანით განხორციელებულ თავდასხმაში დაიღუპა 21, დაშავდა 52 ადამიანი

852286
ერაყი თავდასხმა თუზჰურმათზე

ერაყის სალაჰედდინის პროვინციასთან დაკავშირებულ თუზჰურმათის რაიონში, ნაღმიანი ავტომანქანით განხორციელებულ თავდასხმაში დაიღუპა 21, დაშავდა 52 ადამიანი.

სალაჰედდინის საკრებულოს უშიშროების კომისიის თავჯდომარემ მეჰდი თაკიმ დაადგინა თავდასხმაში დაღუპულების  და დაჭრილების რაოდენობა. აღნიშნა, რომ მეორე შესაძლო თავდასხმის თავიდან ასაცილებლად, გამოაცხადეს ქუჩაში გასვლის აკრძალვა.

გამოთქვა ვარაუდი თავდასხმის ტერ-ორგანიზაცია დეაშის მხრიდან განხორციელებაზე.

თურქმენი ერის რწმუნებულის ნიაზ მიმაროღლის განცხადებით, თუზჰურმათი ჯერ კიდევ დეაშის საფრთხის ქვეშ არის. ერთი კვირის წინ გააცნეს უსაფრთხოების ძალებს, რომ თუჰურმათის მიდამოებში არიან დეაშისთვის განკუთვნილი საკნები.

ამავდროულად, ქერქუქის სახელმწიფო საავადმყოფოს უფროსმა ქერიმ ვალიმ აღნიშნა, რომ, საავადმყოფოში მიიყვანეს 30 დაჭრილი, რომელთაგანაც მძიმეა შვიდის მდგომარეობა. სხვა ავადმყოფები კი გადაიყვანეს სხვა საავადმყოფოებში. მან მოქალაქეებს სისხლის შემოწირულობებისკენ მოუწოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ინციდენტთან დაკავშირებით, სამძიმრის მესიჯი გაავრცელა. მესიჯში ეწერა:-„მწვავედ ვგმობთ თავდასხმას, სამძიმარს ვუცხადებთ მეგობარ და მოძმე ერაყს“.



მსგავსი ინფორმაციები