როჰანის თქმით, ტერორგანიზაცია DEAŞ-ის აღსასრული მოახლოვდა

ირანის პრეზიდენტის, ჰასან როჰანის თქმით, ტერორგანიზაცია DEAŞ-ის აღსასრული მოახლოვდა

852056
როჰანის თქმით, ტერორგანიზაცია DEAŞ-ის აღსასრული მოახლოვდა

ირანის პრეზიდენტის, ჰასან როჰანის თქმით, ტერორგანიზაცია DEAŞ-ის აღსასრული მოახლოვდა.

როჰანიმ ეს განცხადება სახელმწიფო ტელევიზიით პირდაპირ ეთერში ტერორგანიზაცია DEAŞ-ის სირიასა და ერაყში ზედიზედ დამარცხების შემდეგ გააკეთა.

ირანის რევოლუციური გვარდიის იერუსალიმის ძალთა სარდალმა ქასიმ სულეიმანიმაც, რევოლიციური გვარდიის საინფორმაციო გვერდზე Sepah News-ზე DEAŞ-ის აღსასრული სულიერი ლიდერის აიათოლა ჰამანეისათვის გაგზავნილ წერილში გამოაცხადა.

პირდაპირ ირანის სულიერი ლიდერის ჰამანეის დაქვემდებარებაში მყოფი იერუსალიმის ძალები, რევოლუციური გვარდიის საზღვარგარეთულ ოპერაციებზე პასუხისმგებელი სპეცდანაყოფია.   


საკვანძო სიტყვები: #ირანი , #DEAŞ , #რევოლიციური გვარდია

მსგავსი ინფორმაციები