პენტაგონის შეფმა პრეს კონფერენცია გამართა

სანამ ჟენევის პროცესი არ დასრულდება, ამერიკელები მანამდის არ დასტოვებენ სირიას

პენტაგონის შეფმა პრეს კონფერენცია გამართა

 

პენტაგონის შეფმა ჯეიმს მატისმა პრეს კონფერენცია გამართა და თქვა, რომ სანამ ჟენევის პროცესი არ დასრულდება, მანამდის არ დატოვებენ ამერიკელი ჯარისკაცები სირიას. მისი თქმით, ე.წ. ხალიფატის დედაქალაქის, რაკკის DEAŞ-ისაგან განთავისუფლების კვალდაკვალ, ამ ტერ ორგანიზაციის საბოლოო კრახი დაჩქარდა და ამიტომ სირიისათვის ახალ საგზაო რუკას ამზადებენ. “სირიაში პოლიტიკური შერიგების გზა გაეროს კოორდინაციით მიმდინარე ჟენევის პროცესია. ჩვენი ამჟამინდელი მიზანია: დეაშის ხალიფატის სრულ განადგურებამდის გავაგრძელოთ სამხედრო ოპერაციები, ხოლო ამის პარალელურად კი ჟენევის სამშვიდობო პროცესიც გავაგრძელოთ და გავამყაროთ მიღწეული წარმატებები“, აღნიშნა მატისმა



მსგავსი ინფორმაციები