აბბასი საუდის არაბეთში

პალესტინის სახელმწიფო ლიდერმა მაჰმუდ აბასიმ სიურპრიზული ვიზიტი განახორციელა  საუდის არაბეთში

აბბასი საუდის არაბეთში

 პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს „WAFA“-ს ცნობით, პალესტინის სახელმწიფო ლიდერმა მაჰმუდ აბასიმ სიურპრიზული ვიზიტი განახორციელა  საუდის არაბეთში.

მეფე სალმან ბინ აბდულაზიზმა, მაჰმუდ აბბასი და მისი თანმხლები პირები მიიღო დედაქალაქ რიადის რეზიდენციაში.

შეხვედრაზე განიხილა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გარდა, რეგიონული საკითხები და პალესტინაში, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. 

ინფორმაციით, მაჰმუდ აბასმა მეფე სალმანს გააცნო აშშ-ის, პალესტინის საკითხთან დაკავშირებით ბოლო მიდგომა და პალესტინელებს შორის გაყოფის დასრულებისთვის გამოჩენილი მცდელობა. აბასმა ასევე მადლობა გადაუხადა მეფე სალმანს საერთაშორისო არენაზე პალესტინისთვის მხარდაჭერის გამო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მეფე სალმანმა, სტუმარი სახელმწიფო ლიდერის და მისი თანმხლები პირების საპატივსაცემო სადილი გამართა. 



მსგავსი ინფორმაციები