ექრმ-ში 1 ნოემბერისათვის დაგეგმილი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო

ერაყის ქურთულ რეგიონალურ მმართველობაში 1 ნოემბერისათვის დაგეგმილი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო

ექრმ-ში 1 ნოემბერისათვის დაგეგმილი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო

ერაყის ქურთულ რეგიონალურ მმართველობაში 1 ნოემბერისათვის დაგეგმილი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო.

გაკეთებული განცხადების თანახმად, გადადება პარტიების მხრიდან საარჩევნო კომისიაში კანდიდატების არ დასახელების გამო მოხდა.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჰენდრან მუჰამედმა როიტერისთვის ტელეფონით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ კანდიდატების დასახელების თარიღი გასულ კვირაში იყო, დღემდე გაგრძელდა და რეგიონის პარლამენტს არჩევნების ახალი თარიღის დასახელებას სთხოვენ.

ერაყის ქურთულმა რეგიონალურმა მმართველობამ 25 სექტემბერს არაკანონიერი დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩაატარა, რაზე საპასუხოდაც ბაღდადმა შენაერთები ქირქუქისკენ დაძრა და რეგიონი 16 ოქტომბერს სრულიად დაიკავა. ფეშმერგეს ძალებმა კი მათ წინააღმდეგობა არ გაუწიეს.

ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის ხელმძღვანელის, მესუთ ბარზანისა და თალაბანის პარტიებს შორისა ურთიერთ ბრალდებები ისმის, ოპოზიციური მოძრაობა გორანი კი ბარზანის გადადგომისკენ მოუწოდებს.

ბარზანი კი ქირქუქის დაკარგვაზე პასუხიმგებლობას მეტოქე პოლიტიკოსებს აკისრებს. ამან ასევე განაცხადა, რომ არჩევნებზე თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს.



მსგავსი ინფორმაციები