თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 42/ 2017

აზერბაიჯანი და ევროკავშირი

თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 42/ 2017

                თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 42/ 2017

                           აზერბაიჯანი და ევროკავშირი

გლობალური პოლიტიკისა და ევრაზიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ალიანსად ითვლება ევროკავშირი. მას, სათანადო ადგილი უკავია აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკაში, რომელიც დიდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს მრავალმხრივ თანამშრომლობას. ამ პროგრამაში ყურადღებას გავამახვილებთ, აზერბაიჯან-ევროკავშირის ურთიერთობებზე და თურქეთისთვის მის მნიშვნელობაზე. 

გთავაზობთ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...

        ევროკავშირს განსაკუთრებული ადგილი უკავია აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკაში, რომელიც დიდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს მრავალმხრივ თანამშრომლობას და პარტნიორობას. 2004 წელში, ევრო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ევროკავშირსა და ევროპის აღმოსავლეთსა და სამხრეთში მდებარე 16 მეზობელ სახელმწიფოს შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოებითი ურთიერთობის ფორმირებაში და ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში აზერბაიჯანის გაწევრიანების შესახებ. 2009 წელს, ევროკავშირმა დაიწყო აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივა აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, სომხეთთან, უკრაინასთან, ბელორუსიასთან და მოლდოვასთან ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების  და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობის წარმართვისთვის.

        დღეს აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია ევროკავშირი.  2016 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანის საერთო ვაჭრობაში ევროკავშირის წილი შეადგენს 34.93 %-ს, ე.ი 6,17 მილიარდ დოლარს. საერთო ჯამში, აზერბაიჯანის მთლიან ექსპორტში ევროკავშირის წილი დიდია, მაგრამ შედარებით მცირე წილი გააჩნია იმპორტში. ეს  ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირთან, აზერბაიჯანის ექსპორტი დიდია იმპორტზე. 2016 წელში, ქვეყნის მთლიანი ვაჭრობის მატებამ მიაღწია 2,11 მილიარდ დოლარამდე. მისი 1,73 მილიარდი დოლარი არის ევროკავშირთან ვაჭრობის ნამატი. ამიტომაც, სახელმწიფოს ვაჭრობის 81,99 %-ი ნამატი არის, აზერბაიჯანში ნაწარმი ნავთობის და ბუნებრივი გაზის დაახლოებით 30 %-ის მომხმარებელ ევროკავშირთან ვაჭრობის შედეგი.

იმის გამო, რომ ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია აზერბაიჯანი, ბაქოც, ასეთივე მიდგომით უყურებს ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას.                                      უმეტესად, აზერბაიჯანის საექსპორტო საქონელია ნავთობის და ბუნებრივი გაზის პროდუქტები. ევროკავშირ-აზერბაიჯანის სავაჭრო ურთიერთობის დიდი ნაწილიც, მსოფლიო ნავთობის ფასებთან არის დაკავშირებული.   მაგალითად, 2014 წლის შუა რიცხვებში, გლობალური ნავთობის ფასებში მკვეთრი დაცემის გამო, ორ მხარეს შორის ვაჭრობის მოცულობა, მაშინ, როცა 2014 წელში 13,89 მილიარდი დოლარი იყო, 2016 წელში დაეცა 6,17 მილიარდ დოლარამდე.  ისე, რომ ნავთობის ფასების დაცემის შემთხვევაში, ახლო მომავალში, ამ ორი სახელმწიფოს ვაჭრობაში არ მოხდება სავაჭრო მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა. 

        ამავდროულად, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც 10 წელზე მეტია გრძელდება, ევროკავშირი სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან არსებული პრობლემის მსგავსს განიცდის აზერბაიჯანთანაც. როცა ევროკავშირი არ ახდენს წევრობის პერსპექტივის საჭიროების მიხედვით შეთავაზებას, სასურველ შედეგსაც არ იძლევა სახელმწიფოს დემოკრატიული რეფორმები.  ასეთ პირობებში, ევროკავშირისთვის ენერგომომარაგების მსგავსი, სასიცოცხლო მნიშვნელობით დაინტერესებულ ქვეყნებთან ურთიერთობებში, თავისი გავლენის გაზრდის ერთად-ერთი გზა არის  კონფლიქტების მოგვარებაში მისი აქტიურობა. აზერბაიჯანის ევროკავშირისგან მოლოდინი კი, არის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებაზე მეტად, მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტაში აქტიურობის გაზრდა.

დღეს, აზერბაიჯანის ტერიტორიების 20 %-ი სომხეთის ოკუპაციის ქვეშ არის. ეს სინამდვილე შეფერხებას უქმნის ევროკავშირთან ყველანაირ ეკონომიკურ თანამშრომლობას და ინვესტიციას.

        ევროკავშირისგან ელიან, საქართველოს პრობლემისთვის მხარდაჭერის მსგავსს  აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისთვის. მაგრამ ეს მხარდაჭერა ძალიან შეზღუდულია.  ევროკავშირმა, აზერბაიჯანთან ურთიერთობებში, არაერთხელ განაცხადა, რომ იგი არის აზერბაიჯანის სანდო და მჭიდრო პარტნიორი. თუმცა მას შეუძლია ეს პარტნიორობა გამოავლინოს მთიანი ყარაბაღის საკითხში და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი გადაწყვეტილების მისაღებად კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა. ამისათვის,  შეუძლია აქტიური როლის შესრულება პირველი და ძირითადი ნაბიჯის სახით ჩამოყალიბებული ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის საბჭოს (AGİT) მინსკის ჯგუფის პროცესში. ფაქტიურად, 2012 წლის მარტში, ევრო პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა, რეკომენდაცია გაუწია ევროკავშირს, ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის საბჭოს, მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტაში პასუხისმგებელ მინსკის ჯგუფში, შეცვალოს საფრანგეთის ადგილი. ამის მიუხედავად, ევროკავშირი, წევრი სახელმწიფოების, თავიანთი ეროვნული პოლიტიკის, ევროკავშირის გამორჩენაზე მაღლა დაყენების გამო, მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტის სფეროში უმოქმედო მდგომარეობას აგრძელებს. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში გავლენიანობის გაზრდის ერთად ერთი გზა არის, ჯერ, თავის შიდა პრობლემების მოგვარება. ორმხრივ და რეგიონულ პლატფორმაზე, რამდენი ყოვლის მომცველი პოლიტიკაც არ უნდა გაატაროს, სანამ არ იქნება წარმატებული რეგიონული პრობლემების მოგვარებაში, სტრატეგიული აქტივისტის სახით გავლენიანი ვერ გახდება. 

        შედეგად, აზერბაიჯან-ევროკავშირის ურთიერთობები მეტად მნიშვნელოვანია თურქეთისთვის.  თურქეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ერთი ერის ორ სახელმწიფოს უწოდებს. სწორედ ამიტომაც, აზერბაიჯანის ევროკავშირთან ურთიერთობა, უშუალო გავლენას მოახდენს თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობაზეც.

ეს გახლდათ ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...



მსგავსი ინფორმაციები