ქირქუქის მთლიანი კონტროლი ბაღდადის ხელში გადავიდა

ფეშმერგებისგან გათავისუფლდა სხვა რამდენიმე რეგიონიც

829157
ქირქუქის მთლიანი კონტროლი ბაღდადის ხელში გადავიდა

ერაყის ფედერალურმა ძალებმა ქალაქ ქირქუქის მთლიანი კონტროლის ხელში აღება შესძლეს.

ჩრდილოეთ ერაყის ქურთულმა რეგიონალურმა მთავრობამ (IKBY) 25 სექტემბერს ჩატარებული უკანონო დამოუკიდებლობის რეფერენდუმის კვალდაკვალ, ამ ნავთობით მდიდარი და უმრავლესობა თურქმენებით დასახლებული ქირქუქის დემოგრაფიული სტრუქტურის შეცვლა, ე.ი. მისი გაქურთება დაიწყო, რასაც თურქეთთან ერთად ერაყის ცენტრალური მთავრობაც უარყოფითად შეხვდა.

ბაღდადმა რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ, ქირქუქის აღების მიზნით ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო და ქალაქი ორ დღეში გაათავისუფლა ქურთი ტერორისტებისგან.

ქირქუქის გარდა ერაყულმა ძალებმა ქურთი ფეშმერგების მიერ ადრე ოკუპირებული მისი მიმდებარე რამდენიმე რაიონიც გაათავისუფლა.

ასე რომ, ბარზანის  ხელი მოეცარა, ქირქუქიც და ადრე ოკუპირებული და ასევე ნავთობით მდიდარი რამდენიმე რაიონიც, რომელთა გაქურთებასაც აპირებდა იგი, ფედერალური მთავრობის კონტროლ ქვეშ გადავიდა



მსგავსი ინფორმაციები