თურქეთი, საქართველოს და რეგიონის უსაფრთხოებისათვის ყველაფერს აკეთებს

თურქეთი, საქართველოს და რეგიონის უსაფრთხოებისათვის ყველაფერს აკეთებს

თურქეთი, საქართველოს და რეგიონის უსაფრთხოებისათვის  ყველაფერს აკეთებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ თურქეთი საქართველოს და რეგიონის უსაფრთხოებისათვის ყველაფერს აკეთებს. იზორიამ ამის შესახებ ოფიციალური ვიზიტით, ბათუმში მყოფ თურქეთის თავდაცვის მინისტრ ნურეთთინ ჯანიქლისთან შეხვედრის დროს განაცხადა. მან სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ყოველდღიურად უკეთესობისკენ მიდის. მინისტრმა ასევე დასძინა, რომ მომავალ კვირას,  თურქეთის გაერთიანებული შტაბის მეთაურის, არმიის გენერალის ჰულუსი აქარის, საქართვლოში ვიზიტია დაგეგმილი. „საქართველოს და რეგიონის უსაფრთხოებისათვის, თურქეთი ყველაფერს აკეთებს. თურქეთი ასევე ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სისტემის გასაძლიერებლად დიდ მხარდაჭერას გვიწევს. ჩემმა თურქმა კოლეგამ თურქეთში მიმიწვია რა,  ვიზიტის განხორციელების დროს ჩვენს ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხს უფრო დეტალურად განვიხილავთ. ჩვენც ასევე თურქეთს საქართველოს თავდაცვის სისტემასაც გავაცნობთ. შეხვედრაზე ეს და სხვა მრავალი საკითხები დეტალურად განვიხილეთ“, განაცხადა ლევან იზორიამ.



მსგავსი ინფორმაციები