თშძ სადამკვირვებლო პუნქტების შექმნის მიზნით სამუშაოებს აგრძელებს

თურქეთის შეიარაღებული ძალები, სირიის იდლიბის დეესკალაციის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის გაკონტროლებისათვის სადამკვირვებლო პუნქტების შექმნის მიზნით სამუშაოებს აგრძელებს

თშძ სადამკვირვებლო პუნქტების შექმნის მიზნით სამუშაოებს აგრძელებს

თურქეთის შეიარაღებული ძალები, სირიის იდლიბის დეესკალაციის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის გაკონტროლებისათვის სადამკვირვებლო პუნქტების შექმნის მიზნით სამუშაოებს აგრძელებს.    

სირიაში ცეცხლის შეწყვეტის გარანტი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წევრი შენაერთებიდან შექმნილი დაძაბულობის შემცირების კონტროლის ძალებში შემავალი თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, იდლიბის დაძაბულობის შემცირების/დეესკალაციის ზონაში სადამკვირვებლო პუნქტების შექმნისათვის სამუშაოები 8 ოქტომბერს დაიწყო.  

თურქეთი იდლიბის შიდა რეგიონებში, რუსეთი კი გარეთ შექმნიან სადამკვირვებლო პუნქტებს.

თურქეთის სამხედრო ნაწილების გადასროლის მიზანია რეჟიმსა და ოპოზიციას შორის ცეცხლის შეწყვეტის ეფექტურობის გაზრდის, შეტაკებების დასრულების, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების, დევნილების თავიანთ სახლებში დაბრუნებისა და კრიზისის მშვიდობიანი გზებით მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის უზრუნველყოფა.



მსგავსი ინფორმაციები