თალაბანის დღეს დაკრძალავენ

თალაბანის დღეს დაკრძალავენ

თალაბანის დღეს დაკრძალავენ

ერაყის  მეექვსე პრეზიდენტი და ქურთისტანის პატრიოტული კავშირის (KYB) გენერალური მდივანი ჯალალ თალაბანი,  გერმანიაში სამკურნალოდ ყოფის დროს გარდაიცვალა, დღეს,  მას, ერაყის ქალაქ, სულეიმანიაში დაკრძალავენ. თალაბანიმ 2012 წლის 17 დეკემბერს, ბაღდადში ტვინში სისხლის ჩაქცევა განიცადა, რის შემდეგაც სამკურნალოდ გერმანიაში ჩაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით,   მისი გარდაცვალების მიზეზი ტვინში  სისხლის ჩაქცევა გახდა. თალაბანის  გარდაცვალების გამო ერაყის ჩრდილოეთით შვიდ დღიანი გლოვა გამოცხადდა, ხოლო ბაღდადის მთავრობამ სამ დღიანი გლოვა გამოაცხადა.



მსგავსი ინფორმაციები