ერდოღან-როჰანის ერთობლივი პრესკონფერენცია

ერდოღან-როჰანის ერთობლივი პრესკონფერენცია

ერდოღან-როჰანის ერთობლივი პრესკონფერენცია

ოფიციალური ვიზიტით, ირანში მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ირანის პრეზიდენტ, ჰასან როჰანისთან პირისპირ და დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ერდოღანმა პრესკონფერენციის დროს ჩრდილოეთ ერაყის ქურთულ რეგიონში 25 სექტემბერს გამართულ არალეგალურ რეფერენდუმს შეეხო და აღნიშნა, რომ მას მხოლოდ ისრაელი აღიარებს. „ისრაელის სადაზვერვო სამსახურთან  „მოსადი“ მოლაპარაკების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება ლეგალური არ შეიძლება იყოს, იგი არალეგალურია. რეგიონალური საკითხები ჩვენი მთავარი განსახილველი საკითხია. მათ შორის ერაყის საკითხიც. ჩრდილოეთ ერაყის ქურთული რეგიონი რის რეფერენდუმს ატარებს? მას ისრაელის გარდა მსოფლიოში არავინ აღიარებს. ერთი პირის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება, ჩრდილოეთ ერაყის მმართველობას ერთგვარ განწირულობას მოუტანს. როგორც თურქეთის, ასევე ირანის ამ საკითხთან დაკავშრებით დამოკიდებულება ნათელია. ერაყში ჩვენი თანამოსაუბრე ცენტრალური მმართველობაა. აღნიშნულ რეფერენდუმს  არალეგალურად მივიჩნევთ“, განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტმა სირიის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქეთის, ირანის და რუსეთის მეთაურობით,  ასტანაში დაწყებული პროცესით ჩამოყალიბებულ „დეესკალაციის ზონას“ მხარს უჭერენ. ერდოღანმა, თურქეთ-ირანის ურთიერთობებზეც ისაუბრა და დასძინა, რომ ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკები მომავალ კვირას შეხვედრას გამართავენ და ეროვნული ვალუტებით ვაჭრობის საკითხზე შეთანხმებას ხელს მოაწერენ. მისივე თქმით ამ თვალსაზრისით სამომავლოდ როგორც ირანში, თურქული ბანკების ფილიალები, ასევე თურქეთში, ირანული ბანკების ფილიალებიც გაიხსნება. პრესკონფერენციის დროს მასპინძელმა პრეზიდენტმა შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ იგი წარმატებით ჩაიარა. ერდოღანის ირანში ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის ჩათვლით სხვა მრავალ სფეროებშიც შეთანხმებები იქნა გაფორმებული.



მსგავსი ინფორმაციები