ბარზანი რეფერენდუმის სანაცვლოდ მყარ გარანტიებს ითხოვს

“ქურთულ ავტონომიას სრული დამოუკიდებლობა უნდა“

ბარზანი რეფერენდუმის სანაცვლოდ მყარ გარანტიებს ითხოვს

ჩრდილოეთ ერაყის ქურთული ავტონომიის ლიდერმა მესუტ ბარზანიმ მონაწილეობა მიიღო ერბილის სორანის რაიონში გამართულ მიტინგში, რომლის მონაწილეებიც 25 სექტემბრისათვის დანიშნული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის მხარდამჭერები იყვნენ და მათ წინაშე სიტყვით გამოსულმა ბარზანიმ თქვა, რომ თუ რეფერენდუმზე უფრო უკეთეს არჩევანს არ შესთავაზებენ, მაშინ, უარს არ იტყვიან მის  ჩატარებაზე.

“ჩვენ რეფერენდუმს საჩვენებლად კი არ ვატარებთ, არამედ, გვინდა მთელს მსოფლიოს დავანახოთ, თუ როგორ უნდა ქურთულ ავტონომიას სრული დამოუკიდებლობა“, განაცხადა ბარზანიმ და ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში იტყვიან უარს რეფერენდუმზე, თუ ერაყის ცენტრალური ხელისუფლება რეფერენდუმის თანასწორ და ტოლფას შეთანხმებას შესთავაზებთ.

მანვე მსოფლიო თანამეგობრობისგანაც კონკრეტული გარანტიები მოითხოვა.

ამ რეფერენდუმის წინააღმდეგია არა მხოლოდ ბაღდადი, არამედ ერაყის მეზობელი ქვეყნები და საერთაშორისო საზოგადოებრიობაც, რადგან, იგი კიდევ უფრო დაამძიმებს რეგიონში არსებულ ვითარებას



მსგავსი ინფორმაციები