ერაყის არმია და კოალიცია ტელაფერის განთავისუფლებისათვის ემზადებიან

ტელაფერში 2 ათასამდე დეაშელი ბოევიკია

ერაყის არმია და კოალიცია ტელაფერის განთავისუფლებისათვის ემზადებიან

ერაყში კოლიციური ჯარების პრეს წარმომადგენელი, ამერიკელი პოლკოვნიკი რიან დილონი ტელეკონფერანსით დაუკავშირდა პენტაგონს და შეფასება მისცა რა ერაყში და სირიაში DEAŞ-ის წინააღმდეგ წარმოებულ ერთობლივ ბრძოლას, თქვა, რომ ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ტელაფერის განთავისუფლება მეტად რთული იქნება, რადგან ამ ქალაქში 2 ათასამდე ბოევიკია და ისინი მოსულიდან გამოქცეულებს წარმოადგენენ. “ტელაფერი დეაშელების ერთ ერთ უკანასკნელ ბასტიონთაგანს წარმოადგენს და მას 2 ათასამდე ბოევიკი იცავს, ამიტომაც რთული იქნება ამ ქალაქის მათგან გაწმენდა“, განაცხადა დილონმა და დაამატა, რომ ქალაქების გათავისუფლების პარალელურად დეაშის ფინანსურ წყაროებსაც კეტავენ, რაც საბოლოო ჯამში მათ განადგურებას ემსახურება   



მსგავსი ინფორმაციები