თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 31/ 2017

ევრაზიაში ტრანსპორტირების გამარტივების პროექტები და თურქეთი

თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 31/ 2017

ევრაზიაში ტრანსპორტირების გამარტივების პროექტები და თურქეთი

ევრაზიის რეგიონში ტრანსპორტირების გასამარტივებლად რამდენიმე პროექტი არსებობს. ჩვენს დღევანდელ გადაცემაში ევრაზიაში ტრანსპორტირების გაადვილების პროექტებზე, თურქეთის ამ პროგრამებში მონაწილეობასა და რეგიონზე გავლენაზე ვისაუბრებთ. ამ საკითხზე გთავაზობთ ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომლის ჯემილ დოღაჩი იფექის სტატიას.

ბოლო წლებში მსოფლიო ეკონომიკური ზრდა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ინაცვლებს. ამ კუთხით ევრაზიის რეგიონის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. ევრაზიის რეგიონის ტრანსპორტირებისა და თანამშრომლობის გაძლიერებისათვის რამდენიმე პროექტი იქმნება. ამ პროექტების ყურადღების კონცენტრირება გასაკუთრებით ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკასა და ტრანსპორტირებაზე ხდება. ევროკავშირი, აშშ, რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი და მსგავსი მოთამაშეები ამ ფარგლებში სტრატეგიას იმუშავებენ. ევროკავშირისთვის კი ამ პროექტებს განსხვავებული განზომილება აქვს. ევროკავშირი რუსეთის ალტერნატიულ ტრანსპორტირების ხაზებს ეძებს და ცდილობს რუსეთზე ენერგო დამოკიდებულება შეამციროს. ამ კუთხით ევროკავშირმა განახლებადი ენერგიის წარმოების წახალისების პროგრამები დაიწყო. გადადგა ნაბიჯები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გასაფართოებლად.    

ამ ფარგლებში „აბრეშუმის გზა ეკონომიკური სარტყელი“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზა“ ორი მნიშვნელოვანი გლობალური პროექტია. პროექტები აზიისა და ევროპის ბაზრების ერთმანეთთან დაკავშირებას ისახავს მიზნად. ამ მიზნით შეიქმნა აბრეშუმის გზის ბანკი, რომლის წევრიც თურქეთიცაა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი. ამგვარად, რეგიონის ქვეყნები და რეგიონში აქტიური როლის შესრულების მსურველი მოთამაშეების მიერ გამოყოფილი მატერიალური რესურსები ერთ ჭერქვეშ შეიკრიბება.

თურქეთი ამ პროექტებისათვის ძალიან სტრატეგიულ წერტილში მდებარეობს. თურქეთმა ამ პროექტებს მხარდაჭერა გამოუცხადა და ამ კუთხით ასევე პროექტები შექმნა. მათგან ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანია ევრაზიის დერეფანი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, მარმარაი და აბრეშუმის გზის ცენტრალური დერეფანი. ეს პროექტები მხოლოდ თურქეთის ან აზიისთვის კი არა ევროპისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზით ნარმარაისთან ერთად ჩინეთიდან ინგლისში უწყვეტი ტრანსპორტირების განხორცილება იქნება შესაძლებელი. ბთყ-ის საერთაშორისო ხაზზე პირველი რეისის შესრულება სექტემბერში იგეგმება.        

ბთყ-ის კიდევ ერთი მიზანი რეგიონში ახალი ენერგო დერეფნის შექმნაა. გამიზნულია აზერბაიჯანის ნავთობ-ქიმიური პროდუქციის ამ ხაზით მსოფლიო ბაზარზე გატანა. დამატებით თურქეთსა და შუა აზიას შორის არსებული მიმოსვლა დიდწილად ამ ხაზზე გადაინაცვლებს. ბთყ-ის პროექტით ევრაზიაში ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო გამყარდება. ბთყ-ი მხოლოდ სარკინიგზო ხაზის პროექტი არ გახლავთ, იგი არის ისტორიული აბრეშუმის გზის გაცოცხლების, რეგიონის ქვეყნებთან ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ურთიერთობების გამყარების პროექტი. ბთყ-ს სარკინიგზო ხაზით ევროპასა და თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის გავლით ცენტრალურ აზიასა და შორეულ აღმოსავლეთს შორის სარკინიგზო ხაზით სტაბილური გადაზიდვები და მგზავრთა გადაყვანა იქნება უზრუნველყოფილი. ამგვარად, სარკინიგზო ხაზის უსაფრთხო და ეკონომიკური მოდელი ევრაზიის რეგიონის ქვეყნების სავაჭრო ბრუნვის გაზრდასა და გამდიდრებაში თავის წვლილს შეიტანს.     

ამ პროექტების განხილვისას გარკვეული რისკები და შესაძლებლობებიც იჩენს თავს. ამ რისკების სათავეშია არასტაბილურობა ავღანეთში, საბაჟო წესები და ამ წესების ჰარმონიულობა, კასპიის ზღვის იურიდიული სტატუსი.  ამჟამად რეგიონში არსებული ტექნიკური და იურიდიული სტრუქტურა ვერ შეძლებს მთლიან ინტეგრაციას. თურქეთმა იურიდიული პრობლემის მოსაგვარებლად 2009 წელში საბაჟო სამუშაოებისათვის ბაქოში გამართულ სამიტზე „ქერვანსარაის პროექტის“ წინადადება წამოაყენა. ამ წინადადებებს დადებითი გამოხმაურებები ჰქონდა. ეს პროექტი მიზნად ისახავს საბაჟო წესების გამარტივების სამუშაოების მხარდაჭერას. ამჟამად ეს პროექტი პილოტურად განხორციელების ეტაპზეა. აღნიშნული ყველა სამუშაოს წარმატებით დასრულება ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. გრძელ ვადებში ევროპასა და აზიას შორის მრავალ ფენის მქონე ეკონომიკური კავშირები განვითარდება.

მსოფლიოში ახალ მოვლენებთან ერთად ევრაზია გლობალურ პოლიტიკასა და ეკონომიკაში თანდათან მეტ მნიშვნელობას იძენს. ამის გამო ევრაზიის ქვეყნების რეგიონალური ინიციატივები და რეგიონალური მექანიზმების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. თურქეთი ამ წერტილში როგორ გამაადვილებელ ასევე დამაკავშირებელ როლს იღებს. თურქეთი ძლიერი  სანავსადგურო ინფრასტრუქტურითა და საზღვაო გზით დაკავშირების კუთხით მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობს. თუმცა განსაკუთრებით სარკინიგზო და ლოჯისტიკური ქსელის გაძლიერებისათვის პროექტები სწრაფად უნდა დაასრულოს. ამ პროექტებისათვის თურქეთი ეკონომიკურ კავშირებს გაამყარებს ჩინეთის, რუსეთის მსგავს ქვეყნებთან, თუმცა ამავდროულად ეს პროექტები თურქული სამყაროსთვისაც დიდი მნიშვნელობის მატარებელია - წერს ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელი ჯემილ დოღაჩ იფექი.


საკვანძო სიტყვები: ევრაზია , თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები