ირანმა ორბიტაზე თანამგზავრის მატარებელი რაკეტა გატყორცნა

ეს ცდა წარმატებით დასრულდა

779373
ირანმა ორბიტაზე თანამგზავრის მატარებელი რაკეტა გატყორცნა

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ამ ქვეყანამ გუშინ, ორბიტაზე თანამგზავრის მატარებელი რაკეტა-სიმურგი, ტესტის მიზნით გატყორცნა, რითაც ოფიციალურად გახსნა იმამ ხომეინის სახელობის კოსმოსური ცენტრი.

ამავე ცნობით, ტესტი წარმატებით დასრულდა. სიმურგს შეუძლია 250 კგ წონის თანამგზავრები 500 კმ-ის სიმაღლეზე აიყვანოს და იქ განათავსოს.

დიდი ხანია რაც ამერიკა ეწინააღმდეგება ირანის ასეთ ცდებს იმ მოტივით, რომ მან ეს ცდები შეიძლება გრძელ მანძილიანი ბალისტიკური რაკეტების დამზადებისთვისაც გამოიყენოს, რასაც კატეგორიულად უარყოფს თეირანი.

სხვათა შორის ირანმა 2012 და 2013 წლებში ორჯერ გააგზავნა მაიმუნი კოსმოსში და ეს ორივე ცდა წარმატებით დასრულდა.

თეირანის განცხადებით მათ შეუძლიათ ადამიანიც გააგზავნონ კოსმოსში, მაგრამ, დიდი ხარჯების გამო მისგან თავს იკავებენ  



მსგავსი ინფორმაციები