თურქეთის რეაგირება სამხრეთ კვიპროსს

საგარეო საქმეთა სამინისტრომ რეაგირება გამოთქვა კვიპროსის ბერძნული მხარის ქმედებაზე

თურქეთის რეაგირება სამხრეთ კვიპროსს

 საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა და რეაგირება გამოთქვა კვიპროსის ბერძნული მხარის, ნახშირწყალბადების საქმიანობის ფარგლებში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში შეგზავნილი საბურღი გემების თაობაზე.

განცხადებაში აღინიშნა, რომ სამხრეთ კვიპროსის ადმინისტრაციის დამოკიდებულების შესაბამისი კოორდინაციით მოხდება  პასუხის გაცემა. სამხრეთ კვიპროსის, კუნძულის თანა მფლობელი კვიპროსელი თურქების  ბუნებრივ რესურსებზე უფლებების უგულებელყოფით, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ცალმხრივად წარმართულ ნახშირწყალბადის საქმიანობას ახლოს აკვირდებიან. თურქეთმა, თავიდანვე გააფრთხილა სამხრეთ კვიპროსის ხელისუფლება მსგავს უპასუხისმგებლო ნაბიჯებთან დაკავშირებით.

კვიპროსის კონფერენციის ჩათვლით, თურქული მხარის ყველანაირი კეთილ მიმდგომი მცდელობების მიუხედავად, განხილვების უშედეგოდ დასრულების მთავარი მიზეზია ბერძნული მხარის, თავის კუნძულის ერთად-ერთ მფლობელად მიჩნევის კონცეფცია.

თურქეთი, როგორც ინტერესების მომცველ კონტინენტურ შელფზე დაიცავს თავის უფლებებს, ისე მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მხარდაჭერა არ დაიშუროს კვიპროსელი თურქებისთვის.

ამიტომაც სამხრეთ კვიპროსის ცალმხრივად წარმართულ ხსენებულ საქმიანობას, შესაბამისი პასუხი გაეცემა თურქეთის რესპუბლიკის, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკასთან წარმართული კოორდინაციით.



მსგავსი ინფორმაციები