თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 27/ 2017

25 წელი ძმობიდან სტრატეგიულ პარტნიორობამდე. თურქეთ აზერბაიჯანის ურთიერთობები

თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 27/ 2017

               თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 27/ 2017

25 წელი ძმობიდან სტრატეგიულ პარტნიორობამდე. თურქეთ აზერბაიჯანის ურთიერთობები

 

1992 წლის 14 იანვარს, აზერბაიჯან-თურქეთს შორის ხელმოწერილი დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულებიდან, 25-მა წელმა განვლო.

ამ კვირის პროგრამაში გავაანალიზებთ თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებს და მის ზეგავლენას რეგიონზე.

გთავაზობთ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...

 თურქეთის რესპუბლიკა გახლავთ ის სახელმწიფო, რომელმაც 1991 წლის 9 ნოემბერს, პირველმა სცნო აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, რომელიც მან 1991 წლის 30 აგვისტოს გამოაცხადა.

თურქეთ-აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა 1992 წლის 14 იანვარს.

ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების უფრო განმტკიცების მიზნით, 2010 წელს შეიქმნა პრეზიდენტების დონის უმაღლესი სტრატეგიული თანამშრომლობის მექანიზმი. აზერბაიჯანთან შექმნილმა თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს, თურქეთ-აზერბაიჯან-ირანის და თურქეთ-აზერბაიჯან-თურქმენეთის სამეულთა შეკრებები ეს არის მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის საქმეში.

 აზერბაიჯან-თურქეთს შორის ძმური ურთიერთობებიდან, სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასასვლელ მნიშვნელოვან ნაბიჯად ითვლება „ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი“ და „ბაქო-თბილის-ერზრუმის ცისფერი აირის მაგისტრალი“. ორ სახელმწიფოს შორის სავაჭრო მოცულობა 5 მილიარდ დოლარს უტოლდება თუმცა, ორი სახელმწიფოს მიზანია სავაჭრო მოცულობის, 2023 წელში, 15 მილიარდ დოლარამდე გაზრდა.                

      ურთიერთ ნდობის და თანადგომის საფუძველზე ფორმირებული თურქეთ-აზერბაიჯანის კონტაქტები, გრძელდება საერთაშორისო პლატფორმაზეც.

ორივე სახელმწიფო წარმატებულ თანამშრომლობას წარმოადგენს გაეროში, ევროკავშირში, ევროსაბჭოში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში, თურქულ საბჭოსა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში.

აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში, ორი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს შორის კოორდინაციის                           განვითარების მიზნით, ტრენინგები ტარდება სხვადასხვა ეტაპებში.

 უკანასკნელად, მაისის დასაწყისში, ბაქოს მიმდებარე ადგილებში, სამხედრო ნაწილისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე ჩატარებულ მანევრს შეუერთდა ათასი ჯარისკაცი, 80 ტანკი, ჯავშანტექნიკა, 60 ნაღმტყორცნი, 12 Mi-35 და Mi-17 სათავდამსხმელო და სატრანსპორტო ვერტმფრენი.  ტრენინგი გაგრძელდა 5 მაისამდე და წარმატებით დასრულდა.

      აზერბაიჯანის მოსახლეობის, თურქეთის მსგავსად ოღუზური წარმომავლობა, გეოგრაფიული სიახლოვე, ხელს უწყობს ორ სახელმწიფოს შორის კონტაქტების მიზნით დიალოგს.

მრავალგანზომილებიანი და სტრატეგიული დონისაა თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის დამყარებას. არ არის მიმართული რომელიმე სახელმწიფოსადმი საფრთხედ. თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები სრულად ასახავს „სტრატეგიული პარტნიორობის“ კონცეფციას.

ურყევი ძმობის სანიმუშო მაგალითია ორ სახელმწიფოს შორის, 25 წლის მსგავს მოკლე დროში მოპოვებული წარმატება და ძმობა.

თურქეთი დიდ მცდელობას იჩენს მთიანი ყარაბაღის პრობლემის აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის და ჰეგემონობის ფარგლებში, სამშვიდობო გზით გადასაწყვეტად.

      ამ კონტექსტში, როგორც ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის წევრი, განაგრძობს თავის მცდელობას. ყოველი შესაძლებლობის შემთხვევაში გამოთქვამს შეშფოთებას, 2016 წლის აპრილში საკონტაქტო ხაზზე, ძალადობრივი შეტაკების და მსხვერპლის მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად დაჩქარდეს მოლაპარაკებები.    სამწუხაროდ, საერთაშორისო გადაწყვეტილებების მიუხედავად, მინსკის ჯგუფი, საკითხთან დაკავშირებით ვერ ახერხებს მტკიცე გადაწყვეტილების მიღებას და აჭიანურებს პროცესს. მიუხედავად ყველაფრისა, მთიანი ყარაბაღის, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დაცვით, მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის გაგრძელდება თურქეთის აზერბაიჯანისთვის მხარდაჭერა.

ორი სახელმწიფოს სტრატეგიული თანამშრომლობისთვის         მეტად მნიშვნელოვნად ითვლება თავდაცვა და ორ სახელმწიფოს შორის ენერგეტიკის საკითხი. სწრაფი ტემპით ვითარდება გლობალურ პროექტად ქცეული TANAP-ის, იგივე ტრანს ანადოლუს გაზსადენის პროექტის მშენებლობა. მისი სრულად ცხოვრებაში გატარებით, უფრო გაიზრდება აზერბაიჯანისა და თურქეთის პოზიცია და რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა.

      1921 წლის 14 ოქტომბრის სხდომაზე, აზერბაიჯანის ანკარის წარმომადგენლის იბრაჰიმ აბილოვის რწმუნების სიგელის  წარდგენისას, მუსტაფა ქემალ ათათურქის სიტყვამ:-„აზერბაიჯანის სიხარული ჩვენი სიხარული, მწუხარება ჩვენი მწუხარებაა“, გამოძახილი ჰპოვა ათობით წლის შემდეგ ჰეიდარ ალიევის მხრიდან გამოთქმული სიტყვებით:-„ჩვენ ორი სახელმწიფოს ერთი ერი ვართ“.  დღეს, თურქეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მნიშვნელობა უფრო იზრდება TANAP-ის, ბაქო-თბილის-ყარსის მსგავსი პროექტებით.

ამ კონტექსტში მტკიცე გადაწყვეტილება და პოლიტიკური ნებისყოფა ორივე სახელმწიფოში არსებობს.  ორივე სახელმწიფო ახლოსაა, რათა წარმატებით მოახდინოს მიზნის განხორციელება.

ეს გახლდათ,ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, შეფასება...

 

 



მსგავსი ინფორმაციები