კოალიციამ ესადის სამხედრო კოლონა დაბომბა

დაბომბვა სირია-ერაყ-იორდანიის საზღვართან მოხდა

კოალიციამ ესადის სამხედრო კოლონა დაბომბა

კოალიციის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციით, მათმა ბომბდამშენებმა სირიის სამხრეთში მდებარე ელ თანფის რეგიონში გამავალი ესადის რეჟიმის სამხედრო კოლონა დაბომბეს.

ეს რეგიონი ესადის რეჟიმის კონტროლ ქვეშ არის და ამიტომ,  კოალიციის ძალები აქედან დიდ საფრთხეს ელოდნენ.

პენტაგონის განცხადებით კი ისინი დაბომბვის შედეგებს აჯამებენ.

ხსენებულ რეგიონში 100 ამერიკელი მსახურობს და ისინი დეაშის წინააღმდეგ მებრძოლ ახალგაზრდებს წვრთნიან.

ამერიკული მასმედიის ცნობით კი, ესადის ძალები 27 ერთეული ტექნიკით ელ თანფის რეგიონში 25 კმ-ით შეიჭრნენ.

ეს რეგიონი სირია-ერაყ-იორდანიის საზღვარზე მდებარეობს და აქ ერთი სამხედრო ბაზა მოქმედებს, რომელშიც როგორც ითქვა, სირიელ ახალგაზრდებს წვრთნიან  



მსგავსი ინფორმაციები