ანტი სამთავრობო გამოსვლები საბერძნეთში

ანტი სამთავრობო გამოსვლები საბერძნეთში

ანტი სამთავრობო გამოსვლები საბერძნეთში

გუშინ, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ანტი სამთავრობო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების უმრავლესობა პოლიციელები და სახელმწიფო მოხელეები გახლდათ. მათ მთავრობის ქამრის შემოჭერის პოლიტიკა გააპროტესტეს. დედაქალაქ ათენში 3000-ზე მეტი პოლიციის მიერ გამართულ აქციას მეხანძრეებიც შეუერთდნენ. სხვადასხვა შინაარსის წარწერებიანი ბანერებით გამოსულმა  აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. მთავრობის წინააღმდეგ გამომსვლელმა პოლიციელების ნაწილმა პარლამეტის შენობაში შეჭრა სცადეს, რომლებსაც სპეცრაზმის წარმომადგენლებმა ამის უფლება არ მისცეს. მეორეს მხრივ გუშინ,  ასევე ერთ-ერთმა ნიღბიანმა ჯგუფმაც გამართა აქცია, რომლებიც ასევე პარლამენტის შენობაში შესვლას შეეცადნენ რა, სპეცრაზმელებთან შეტაკება მოუხდათ. სპეცრაზმმა კი მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.



მსგავსი ინფორმაციები