აზერბაიჯანი წვრთნები

მიმდინარეობს აზერბაიჯანის არმიის ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები

აზერბაიჯანი წვრთნები

მიმდინარეობს აზერბაიჯანის არმიის ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის დამტკიცებული გეგმის ფარგლებში, 16 აპრილს დაწყებული წვრთნების დღევანდელ ეტაპზე განხორციელდა სროლები. 

წარმატებით მოხდა 30 ათასი ჯარისკაცის, 250-ზე მეტი ტანკის და ჯავშანტექნიკის, 200-დე სარაკეტო სისტემის და არტილერიის, ახალი თაობის რადიო ელექტრონული და უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით, მტრის წარმომადგენელი პოზიციების განადგურება. წვრთნები დასრულდება ხვალ.


საკვანძო სიტყვები: თავდაცვა , წვრთნები , აზერბაიჯანი

მსგავსი ინფორმაციები