ლავროვმა სირიის შესახებ განცხადება გააკეთა

ლავროვმა განცხადება აფხაზეთში გააკეთა

ლავროვმა სირიის შესახებ განცხადება გააკეთა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, სირიის კრიზისის შესახებ გაცხადება  გააკეთა და აღნიშნა, რომ მათ გეროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გარდა სხვა გეგმა არ გააჩნიათ. ლავროვმა ამის შესახებ განცხადება საქართველოსგან ცალმხრივად დამოუკიდებლობის გამომცხადებელ აფხაზეთში გააკეთა. ჟურნალისტებმა ლავროვს 11-12 აპრილს აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის რექს ტილერსონის მოსკოვში ვიზიტის შესახებაც ჰკითხეს, რაზეც მან ასე უპასუხა: „ტილერსონის ვიზიტის დროს სირიის საკითხი დეტალურად განვიხილეთ. ჩვენ მხოლოდ ერთი გეგმა გვაქვს, სირიის ბედი თვით სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელიც   გაეროს 2254-ე გადაწყვეტილებაში ასახული. ჩვენის აზრით ამ გადაწყვეტილების გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს.“ ლავროვმა სირიის ქალაქ იდლიბში გასულ დღეებში განხორციელებული  ქიმიური თავდასხმა კიდევ ერთხელ პროვოკაციად შეაფასა.   



მსგავსი ინფორმაციები